მიხეილ ჟვანეცკის მოსაზრებები…

1. “სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას.ესე იგი,ვინც გაიმარჯვა,ის არის კეთილი”.

2. “გააკეთე ის,რასაც ლაპარაკობ! არ ილაპარაკო ის,რასაც გააკეთებ!”

3. “არ ღირს იმაზე სწრაფად სიარული,ვიდრე თქვენი ანგელოზი დაფრინავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

4. “ზოგიერთები მამაცებად იმიტომ გამოიყურებიან,რომ გაქცევის ეშინიათ”.

5. “ყოველი ადამიანი – საკუთარი ბედნიერებისა და სხვათა უბედურების მჭედელია”.

6. “ფიქრი იმდენად რთული რამ არის,რომ ადამიანები უპირატესობას განსჯას ანიჭებენ”.

7. “ჩვენი თავისუფლება ჰგავს იმ შუქნიშანს,რომელზედაც სამივე ფერი ანთებულია”. – (ავტორი გენია.ჯი)

8. “იქონიე სინდისი და გააკეთე,რაც გსურს”.

9. “რა არის ჩვენი ცხოვრება: არ შეეგუები – დაიღუპები.არ დაიღუპები – შეეგუები”.

10. “რამდენიც არ უნდა მოპაროთ სახელმწიფოს,სულერთია,თქვენსას მაინც ვერ დაიბრუნებთ!”

კომენტარის დატოვება