ჰაინრიხ შლიმანის გარდაცვალების შესახებ…
საველე არქეოლოგიის დიდი გერმანელი ფუძემდებელი,გენიალური ძველბერძენი პოეტის – ჰომეროსის უკვდავ ნაწარმოებში – “ილიადა”-ში აღწერილი ლეგენდარული ქალაქის – ტროას ნაშთების აღმოჩენი და მეწარმე – იოჰან ლუდვიგ ჰაინრიხ იულიუს შლიმანი (1822-1890 წლები) 1889 წელს პარიზში გასამართ მსოფლიო გამოფენაზე გაემგზავრა,რომელიც თავის მხრივ მიძღვნილი გახლდათ ბასტილიის აღების 100 წლისთავისადმი. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მაშინ შეძლო დიდმა თვითნასწავლმა-არქეოლოგმა ჯერ კიდევ დაუსრულებელი ეიფელის კოშკის მეორე იარუსიდან (115 მეტრი სიმაღლიდან) გადაეხედა პარიზისათვის.იმავე წლის 13 სექტემბრისათვის ჰაინრიხმა ტროაში კონფერენციის გამართვა დაგეგმა,თუმცა მალევე მას ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა.მარცხენა ყურში ყურთასმენა სრულიად დაკარგა,ხოლო მარცხენა ყური კი დროგამოშვებით ტკიოდა.მიუხედავად ამისა,შლიმანი ტროაში მაინც გაემგზავრა,რათა კონფერენციისათვის საჭირო პირობები მოემზადებინა.კონფერენცია შედგა,თუმცა იქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მასზე ერთობ უარყოფითი გავლენა იქონია: კონფერენციაზე დამსწრე მრავალმა მეცნიერმა ტროას აღმოჩენის დამადასტურებელი თეორია არ მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)
მალევე,ჰაინრიხი სამკურნალოდ სტამბულში მდებარე გერმანულ კლინიკას ეწვია.მიუხედავად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა,შლიმანი კვლავაც აქტიურად განაგრძობდა ტროას ნაშთების გამოკვლევას. 1890 წლის 13 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ჰალეში დიდ არქეოლოგს ოპერაცია გაუკეთეს.ოპერაცია 105 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.ოპერაციიდან ორი დღის გასვლის შემდგომ ჰაინრიხმა მის მეგობარსა და დიდ გერმანელ მეცნიერს – რუდოლფ ვირხოვს წერილი მისწერა,სადაც ოპერაციის წარმატებით ჩატარების შესახებ აუწყებდა. 13 დეკემბერს პაციენტმა კლინიკა დატოვა და ბერლინში გაემგზავრა.ნეაპოლიდან პიაცა დელა სანტა კარიცაში ექიმთან მიმავალმა ჰაინრიხმა მოულოდნელად გონება დაკარგა.იგი პოლიციელებმა აღმოაჩინეს უგონო მდგომარეობაში.გონებადაკარგული არქეოლოგი პიაცო უმბერტოზე მდებარე სასტუმროში გადაიყვანეს.შლიმანის სასტუმროში მიყვანის ფაქტს სრულიად შემთხვევით შეესწრო დიდი პოლონელი მწერალი – ჰენრიკ სენკევიჩი,რომელიც მოგვიანებით აღნიშნულ ფაქტს ასზე იხსენებდა:
“სანამ სასტუმროს მისაღებში ვიჯექი,სატუმროში მომაკვდავი ადამიანი შემოიყვანეს.მისი საკაცე ოთხ მამაკაცს მიჰქონდა; მომაკვდავს ხელები უღონოთ ჰქონდა ჩამოყრილი,ხოლო თვალები კი დახუჭული.სახეზე მიწისფერი ედო.ამ მწუხარებით აღსავსე ჯგუფმა ჩემს სიახლოვეს ჩაიარა.რამდენიმე წუთში ჩემთან მოვიდა სასტუმროს მენეჯერი და მკითხა:
” – თქვენ იცით,ვინ არის ეს ავადმყოფი?
- არა. – ვუპასუხე მე.
- ის დიდი შლიმანია.
- საცოდავი “დიდი შლიმანი!” არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა ტროასა და მიკენში,მოიპოვა უკვდავება და ახლა თავად კვდება… – ვუპასუხე მე”.
სასტუმროში მისულმა პროფესორმა ფონ შრიონმა ჰაინრიხს შემდეგი სახის დიაგნოზები დაუსვა: ორმხრივი ჩირქოვანი ოტიტი,რომელიც მენინგიტში გადაიზარდა და ცალმხრივი პარალიჩი.სასწრაფოდ იქნა მოწვეული შვიდი საუკეთესო ექიმისაგან შემდგარი კონსილიუმი,თუმცა,საუბედუროდ – ჰაინრიხ შლიმანი 1890 წლის 26 დეკემბერს იტალიის ქალაქ ნეაპოლში 15 : 30 წუთზე გარდაიცვალა.
ჰაინრიხ შლიმანის ცხედარს ბალზამირება გაუკეთა ექიმმა – ფონ შრიონმა,რის შემდეგაც იგი გადასვენებული იქნა ათენში მდებარე “ილიონისის სასახლეში”,რომელიც მისი კერძო საკუთრება გახლდათ (დღეისათვის აღნიშნულ სასახლეში “ნუმიზმატიკის მუზეუმი” ფუნქციონირებს).შლიმანის ცხედრის თავთან დადგმული იქნა ჰომეროსის ბიუსტი და აწგარდაცვლილი ჰაინრიხის მიერ გამოცემული წიგნები.შლიმანის ცხედარს კი მარჯვენა ხელში ჰომეროსისვე უკვდავი ქმნილება – “ილიადა” ჩაუდეს,ხოლო მარცხენა ხელში კი “ოდისეა”.მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საბერძნეთის მეფემ – გეორგიოს I-მა და გერმანიის კაიზერმა – ვილჰელმ II-მ.გარდა ამისა,შლიმანის შესახებ მეტად ამაღელვებელი ნეკროლოგი დაწერა მისივე დაუძინებელმა კრიტიკოსმა – ერნსტ კურციუსმა.
ჰაინრიხ შლიმანი დაკრძალული იქნა ეგრეთ წოდებულ “პირველ ათენურ სასაფლაოს” ყველაზე მაღალ ადგილას (მემორიალური ნეკროპოლი).მალევე,არქიტექტორის – ე.ცილერის მიერ შლიმანის სასაფლაოზე აგებული იქნა მავზოლეომი,რომელიც იმ პერიოდისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა – 50 000 ბერძნული დრაჰმა დაჯდა.აღნიშნულ მავზოლეომში,გარდა ჰაინრიხისა,დაკრძალულია მისი მეუღლე – სოფია,ქალიშვილი – ანდრომაქე თავისი ქმრითა და სამი შვილით და შლიმანის შვილიშვილები. (ავტორი გენია.ჯი)
ჰაინრიხ შლიმანის მავზოლეომი ათენში