“ამერიკული დოლარის” შესახებ…
1785 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ქვეყნის ოფიციალურ ვალუტად დამტკიცებული იქნა - “ამერიკული დოლარი”,რომლის აბრევიატურასაც წარმოადგენს -”$”. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკული დოლარის არსებობის მანძილზე (ანუ სხვადასხვა ეპოქებში) მასზე სულ დატანილი იქნა 59 ამერიკელის პორტრეტი.მათ შორის – აშშ-ის პრეზიდენტების,მინისტრთა კაბინეტის წევრების,კონგრესმენების,სამხედრო პირების,მოსამართლეებისა და ამ დიადი ქვეყნის დამაარსებლების პორტრეტები.აშშ-ის ქაღალდის ბანკნოტებზე ასევე დატანილი იქნა ერთადერთი ამერიკელი ქალის – მარტა ვაშინგტონის პორტრეტი,რომელიც ცნობისათვის – ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე გახლდათ.საინტერესოა ის გარემოება,რომ 1899 წელს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად იქნა გამოშვებული ხუთ დოლარიანი ბანკნოტები,რომლებზეც დატანილი იქნა ჰუნკპაპას ინდიელთა ტომის უმამაცესი ბელადის,ზედსახელათ – “მორბენალი ანტილოპა”-ს გამოსახულებები. (1821-1896 წლები).
საყურადღებოა,რომ ამერიკულ დოლარზე სიცოცხლეში სულ ხუთი ადამიანი იქნა გამოსახული – აბრაამ ლინკოლნი,სემონ ჩეიზი,უინფილდ სკოტი,ფრენსის სპინერი და სპენსერ კლარკი.თუმცა 1873 წლიდან აშშ-ის კონგრესმა კატეგორიულად აკრძალა ამერიკულ დოლარზე ცოცხალი ადამიანების პორტრეტების გამოსახვა. (ავტორი გენია.ჯი)
“მორბენალი ანტილოპა”-ს პორტრეტი 1899 წელს გამოშვებულ ხუთ დოლარიან ბანკნოტზე
მარტა ვაშინგტონის პორტრეტი ერთ დოლარიან კუპიურაზე