ჩარლზ დიკენსი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მწერალი და რომანისტი - ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები),რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცრუმორწმუნეობით (პარასკევს – ბედნიერ დღედ მიიჩნევდა,ხოლო ყოველი მისი ახალი ნაწარმოების გამოქვეყნების წინ აუცილებლად ტოვებდა ლონდონს),გარკვეული პერიოდის განმავლობაში პატარა ინგლისურ დაბა ბროდეტეერსში ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ დაბაში დღემდე შემორჩენილია ის სახლი,სადაც დიკენსი იყო დაბინავებული.ჩარლზის უდიდესი პოპულარობის გათვალისწინებით,აღნიშნული დაბა ინგლისელი მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემელთათვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად იქცა.შესაბამისად,დიკენსის ყოფილ დროებით საცხოვრებელს უამრავი ტურისტი სტუმრობდა.თუმცა,ტურისტებისა და ექსკურსიანტების მასობრივმა მოზღვავებამ იმდენად შეაწუხა ადგილობრივი მოსახლეობა,რომ მათ სახლზე შემდეგი სახის აბრაც კი გააკრეს: “ჩარლზ დიკენსს აქ არასოდეს უცხოვრია”. (ავტორი გენია.ჯი)