იცით თუ არა,რომ
1. აშშ-ის პრეზიდენტის – აბრაამ ლონკოლნის მეუღლე – მერი ტოდ ლინკოლნი იმდენად აღაშფოთა აშშ-ის არმიის გენერლის (შემდგომში ქვეყნის პრეზიდენტის) – ულის სიმპსონ გრანტის მეუღლის – ჯულია გრანტის უნებართვოდ დასწრებამ ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე,რომ იგი ერთობ უკმეხი სიტყვებით დაესხა მას თავს და გააფთრებული ყვირილით გააფრთხილა,რომ მეორედ ასეთი რამ არ ჩაედინა. – (ავტორი გენია.ჯი)
2. ამერიკის აღმომჩენ დიდ იტალიელ მეზღვაურს – ქრისტეფორე კოლუმბს “ინდოეთის ვიცე-მეფედ” და “ოკეანეების პრეზიდენტად” მოიხსენიებდნენ.
3. რუსეთის იმპერატორს – ეკატერინე II-ს ძალიან უყვარდა მის სახელზე გაგზავნილი წერილების წაკითხვა.თუმცა იმ ბარათს,რომელსაც ზედ არ ეწერა – “მის იმპერატორობით უდიდებულესობას”,არასოდეს ხსნიდა და შესაბამისად,არასოდეს კითხულობდა.
4. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულ პრეზიდენტს – ჯორჯ ვაშინგტონს ძალიან მოსწონდა,როდესაც მისდამი ოფიციალურ მიმართვას – “შეერთებული შტატების პრეზიდენტო”,თან თან ურთავდნენ “თქვენო აღმატებულებას”.
5. გენიალური ფრანგი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო შეპყრობილი გახლდათ იმ იდეით,რომ პარიზს მის საპატივცემულოდ მისივე სახელს უწოდებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
6. ცნობილმა ამერიკელმა პოლარულმა მკვლევარმა და ავიატორმა – რიჩარდ ივლინ ბიორდიმ,რომელმაც 1929 წელს ისტორიაში პირველმა გადაუფრინა სამხრეთ პოლუსს,ამერიკელ მილიონერებს ანტარქტიდის ექსპედიციის დაფინანსები თხოვნით მიმართა.თუმცა მათგან მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღო დაფინანსების პირობა,თუკი ის ანტარქტიდაზე არსებულ მარადიული ყინულებით დაფარულ მთებს მათ სახელებს დაარქმევდა.
7. ქართული ლიტერატურის გენიალურ კლასიკოსსა და პოეტს – ვაჟა-ფშაველას ცალი თვალი “ციმბირის წყლულისაგან” ჰქონდა დაბრმავებული.
8. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე,თუ რით იმოსებოდა ღამით დაძინებისას ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ქალი – მერილინ მონრო,მშვენიერებისა და მოდის იდეალად ქცეულმა ქალმა ასე უპასუხა: “მხოლოდ და მხოლოდ “შანელი № 5″-ის რამდენიმე წვეთით”.
9. საყოველთაოდ ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსსა და თანამედროვე კომუნიზმის იდეოლოგიის ფუძემდებელს – კარლ მარქსს,თავის სამუშაო კაბინეტში ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ცის,ელვისა და ქუხილის ღმერთის – “ზევსის” ქანდაკება ედგა. – (ავტორი გენია.ჯი)
10. ყავის მოყვარული საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ლუი XV დე ბურბონი,იმის შიშით,რომ არ მოეწამლათ,ყავას უმეტესწილად თავად იდუღებდა.