დესიდერიუს ერასმუს როტერდამელი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ჰუმანისტი,თეოლოგი და კათოლიკური ეკლესიის მოძღვრების მატარებელი ფილოსოფოსი – დესიდერიუს ერასმუს როტერდამელი (1466-1536 წლები) მისმა არაკეთილმოსურნეებმა მარხვის პერიოდში შემწვარი ხორცის ჭამაში დაადანაშაულეს და საკმაოდ ღვარძლიანი სიტყვებითაც შეამკეს. (ავტორი გენია.ჯი) როტერდამელს აღნიშნული ფაქტი არ უარყვია,თუმცა ამ საკითხს მისი არაკეთილმოსურნეებისაგან განსხვავებით ერთობ დიდი იუმორის გრძნობით მიუდგა და განაცხადა: “რა უნდა ვქნა,თავად მე კეთილი კათოლიკე გახლავარ,მაგრამ ჩემი კუჭი ჭეშმარიტად – ლუთერანიაო”. (ავტორი გენია.ჯი)