ალექსანდრე დიუმა (უფროსი) – “ეპიზოდი”
1834 წელს გენიალურმა ფრანგმა მწერალმა,დრამატურგმა და ჟურნალისტმა – ალექსანდრე დიუმა “უფროსმა” (1802-1870 წლები) იტალიასა და ესპანეთში იმოგზაურა. (ავტორი გენია.ჯი) ამავე მოგზაურობის დროს,ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ქუჩებში მოსეირნე დიუმას ერთ-ერთი ახალგაზრდა ღატაკი ესპანელი მიუახლოვდა და მოწყალების გაღება სთხოვა.ალექსანდრემ მოწყალების მთხოვნელი კარგად შეათვალიერა და აღაშფოთა იმ ფაქტმა,რომ იგი ერთობ ძლიერი ფიზიკური აღნაგობით იყო გამორჩეული.
- როგორ არა გრცხვენია ასეთი აღნაგობის მქონე ახალგაზრდა კაცს იმისა,რომ არ მუშაობთ და მოწყალების სათხოვნელად გაქვთ ხელი გაწვდილი? გეტყობათ,რომ საკმაოდ ჯანმრთელი მამაკაცი ბრძანდებით და თქვენთვის ლუკმა პურის ალალად გამომუშავება თქვენივე შრომით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. – გაღიზიანებული ტონით უთხრა ალექსანდრემ მოწყალების მთხოვნელს.
- ბატონო,მე თქვენ ფულის გაღება გთხოვეთ და არა სულელური რჩევების მოცემა, – ერთობ ქედმაღლურად მიმართა დიუმას ესპანელმა და იქაურობას ისე გაეცალა,რომ დიდი ფრანგი მწერლისაგან მოწყალება არ მიუღია. (ავტორი გენია.ჯი)