ჯერომ კლაპკა ჯერომი – “ეპიზოდი”
ერთმა უნიჭო,თუმცა სახელგანთქმულმა კომიკოსმა ცნობილ ინგლისელ იუმორისტ-მწერალსა და დრამატურგს – ჯერომ კლაპკა ჯერომს (1859-1927 წლები) შემდეგი წინადადებით მიმართა:
- იმ შემთხვევაში,თუკი თქვენ თქვენივე რამოდენიმე იუმორისტული ნაწარმოების ავტორობაზე უარს იტყვით და მათ მე მომყიდით,საკმაოდ კარგ თანხას გადაგიხდით.
- თქვენი შემოთავაზება ორივე მხარისათვის დიდი ზიანის მომტანი იქნება, – მშვიდად უპასუხა ჯერომმა კომიკოსს. – თუ მე ყველასათვის მოულოდნელად და უცაბედად დიდი ფული გამიჩნდება,იფიქრებენ,რომ იგი უსინდისო გზით გამოვიმუშავე.ხოლო თქვენ,როდესაც შესანიშნავი იუმორისტული ნაწარმოების ავტორობას დაიბრალებთ,თქვენივე ნიჭის შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაასკვნიან,რომ ასეთი ნაწარმოებების შემქმნელი არა ხართ და შესაბამისად,სხვისი ნაწარმოებების მოპარვაში დაგდებენ ბრალს”. (ავტორი გენია.ჯი)