ამანია
ამანია - წარმოადგენს ცოცხმაგარასებრთა ბიოლოგიური გვარის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს,რომელთა გავრცელების უმთავრესი არეალებია აფრიკის,ევროპის,ავსტრალიის,აზიისა და ამერიკის კონტინენტების ტენიანი და ტროპიკული რეგიონები. (ავტორი გენია.ჯი) სულ ბუნებაში 25-დან 30-თ სახეობამდე ამანიაა გავრცელებული,რომელთაგან “ამანია გრაცილისი” და ” ამანია სენეგალენსისი” აკვარიუმის მცენარეებს წარმოადგენენ.შესაბამისად ისინი წყალმცენარეეებად განიხილებიან.რამდენიმე სახეობის ამანია კი ბრინჯის ველებზე სარეველა მცენარეების სახით ხარობს.გარდა ამისა,ამანიას სხვადასხვა სახეობების ხილვა შესაძლებელია ჭაობების სანაპიროებსა და წყალსაცავებში.აღნიშნული მცენარეების ღეროებზე განთავსებულია საპირისპირო მხარეს მდებარე ვიწრო და ტალღოვანი ფოთლები,რომელთა ფერი დამოკიდებულია მიღებული სინათლის ინტენსივობაზე.შესაბამისად,ისინი შესაძლოა იყვნენ,როგორც ღია მწვანე ფერის,ასევე წითელი და ბრინჯაოს ფერები.შეიცავენ ღია იასამნისფერ ყვავილებს.
ამანიას თავისი სახელწოდება ლაიფციგის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორის,ექიმისა და ბოტანიკოსის – პაულ ამანის (1634-1691 წლები) საპატივცემულოდ უწოდა დიდმა ინგლისელმა ბოტანიკოსმა და სამხედრო ექიმმა – უილიამ ჰიუსტონმა (1695-1733 წლები).მოგვიანებით ასეთივე სახელწოდება გამოიყენა აღნიშნული მცენარეების სახეობების მიმართ გენიალურმა შვედმა ბუნებისმეტყველმა და მედიკოსმა – კარლ ლინემაც (1707-1778 წლები). – (ავტორი გენია.ჯი)