მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – “გამარჯვებული ამური”
“გამარჯვებული ამური” – წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრისა და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებული – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1571-1610 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ სურათზე მუშაობა მხატვარმა 1601 წელს დაიწყო და 1602 წელს დაასრულა.ტილოს სიმაღლე 156 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 113 სანტიმეტრი.ვატიკანის ბანკირის,რომაელი არისტოკრატის,კარავაჯოს შემოქმედების თაყვანისმცემლისა და მისივე მფარველის – ვინჩენცო ჯუსტინიანისადმი (1564-1637 წლები) მიძღვნილ მიქელანჯელოს სურათს – “გამარჯვებული ამური”,სხვა სახელწოდებითაც მოიხსენიებენ.კერძოდ, – “სიყვარული ამარცხებს ყველაფერს”. (ავტორი გენია.ჯი) ეს სახელწოდება მომდინარეობს უდიდესი ძველ რომაელი პოეტის – პუბლიუს ვერგილიუსის მარონის მიერ დაწერილი მეათე ეკლოგის სტროფიდან: “ამური ყველაფერს ამარცხებს, და ყველანი ჩვენ წარმოვადგენთ ამურს”.
კარავაჯოს შედევრ-ტილოზე გამოსახულია ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ცნობილი სიყვარულის ღვთაება და სამყაროს საწყისად მიჩნეული – ამური (იგივე – ეროსი),რომელსაც შავი ფრთები ამშვენებს.მის ირგვლივ ყრია ამურის მიერვე მიმოფანტული სხვადასხვა საგნები (ვიოლინო,ნოტები და ასე შემდეგ),რაც დაკავშირებულია ადამიანების ქმედებებთან.”გამარჯვებული ამური”-ს ფიგურის პოზა ძალიან ჩამოჰგას გენიალური იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის – მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ შექმნილ ქანდაკებაზე – “გამარჯვების სულზე” წარმოდგენილი ახალგაზრდა მამაკაცის პოზას.სპეციალისტები მიიჩნევენ,რომ ეს მხატვარმა შეგნებულად გააკეთა.
მას შემდგომ,რაც კარავაჯომ სურათზე დაასრულა მუშაობა,”გამარჯვებულმა ამურმა” უდიდესი მოწონება დაიმსახურა რომაელ ინტელექტუალებსა და სახვითი ხელოვნების მოყვარულებში.იგი,როგორც მხატვრის მიერ იმთავითვე იყო ჩაფიქრებული,საჩუქრად გადაეცა ვინჩენცო ჯუსტინიანის.ტილო ჯუსტინიანების საგვარეულო კოლექციაში 1812 წლამდე ინახებოდა. 1812 წელს “გამარჯვებული ამური” შესყიდული იქნა სახვითი ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრის – ფერეოლ ბონმეზონის მიერ.თუმცა 1815 წელს კარავაჯოს შედევრი კვლავაც გაიყიდა და ამჯერად მისი მყიდველი პრუსიის მეფე – ფრიდრიხ ვილჰელმ III აღმოჩნდა,რომელმაც იგი სპეციალურად შეისყიდა “ბერლინის მუზეუმისათვის”.მას შემდეგ,მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს ტილო – “გამარჯვებული ამური”,ბერლინის საყოველთაოდ ცნობილ სამხატვრო გალერეაშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)