მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი – “ეპიზოდი”
ერთხელ,მეფის რუსეთის ხელისუფლების მიერ შერისხულმა გამოჩენილმა რუსმა სატირიკოსმა მწერალმა და ჟურნალისტმა - მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინმა (1826-1889 წლები),რომელმაც გადასახლებაში რვა წელიწადი დაჰყო,გადაწყვიტა თავის პატარა ქალიშვილს – ლიზას,სკოლაში მიცემული საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მიხეილმა აღნიშნული დავალების შესრულებაში მთელი თავისი ნიჭი და უნარი ჩააქსოვა და ერთგვარად,შესანიშნავი მოკლე ნაწარმოებიც კი გამოუვიდა… მეორე დღეს სკოლიდან დაბრუნებული პატარა ლიზა მამის სამუშაო კაბინეტში შევიდა და დაღვრემილმა,მამას ის რვეული გაუწოდა,რომელშიც მიხეილმა წინა დღით საშინაო დავალება დაუწერა.დიდმა რუსმა ლიტერატორმა რვეული გადაშალა და მისდა გასაოცრად,საშინაო დავალების ბოლოში ყველაზე დაბალი ნიშანი – ორიანი იხილა.გარდა ამისა,მასწავლებელს ორიანის გვერდზე გაკეთებული ჰქონდა შემდეგი სახის წარწერა: “აბსოლუტურად არ იცით რუსული ენა”. (ავტორი გენია.ჯი)