ნინო სხირტლაძე – “ხელმწიფენი”

“არც ერთი ერი იმაზე უკეთესი ხელისუფლების ღირსი არა, ვიდრე ჰყავს”. – კონსტანტინე გამსახურდია

* * *

ზოგი – მაშველი,ზოგი – სასჯელი,ზოგი – წყევლა და ზოგი წყალობა,

ზოგი გავწირეთ,ზოგმა გაგვწირა,ზოგისთვის უფალს ვწირეთ მადლობა…

ზოგს მტრის მახვილმა,ზოგსაც სირცხვილმა გვირგვინოსანი მოჰკვეთა თავი

და ისტორიის ბნელ ტალანებში დათარეშობდა გრიგალი ავი.

ზოგი – მგოსანი,ზოგი – ხმლოსანი,ზოგიც ღვინის და ქალის ტრფიალი,

იყო ორპირთა,მხსნელთა,ტარიგთა,მოღალატეთა ორომტრიალი -

რაც დაითესა,ის აღმოცენდა: ძაღლყურძენა თუ მტევნები მწიფე,

განგების ნებით,განგების ძალით,ურვით თუ კრძალვით ორთავე ვკრიფეთ

და, როგორც უნდა იცვალოს ჟამი,როგორიც უნდა ჩამოდგეს ხანა,

არ გახუნდება სიტყვა,რომელიც დიდმა მწერალმა ოდესღაც ბრძანა…

კომენტარის დატოვება