ჯიმი ჰენდრიქსი – “ეპიზოდი”
გენიალუმა ამერიკელმა გიტარისტმა,მომღერალმა და კომპოზიტორმა – ჯიმი მარშალ ჰენდრიქსმა (1942-1970 წლები),რომელიც როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტად არის აღიარებული,გიტარის მიმართ თავისი განუზომელი ინტერესი ჯერ კიდევ პატარაობაშივე გამოხატა. (ავტორი გენია.ჯი) პატარა ჯიმის,რომელსაც გიტარა არ გააჩნდა,მის იმიტირებას ცოცხი უწევდა.ჰენდრიქსის მამამ – ელ ჰენდრიქსმა არაერთხელ აღმოაჩინა თავისი ვაჟის საწოლის ქვეშ დაზიანებული ცოცხის წნელები.თავდაპირველად იგი ვერ მიხვდა თუ რაში იყენებდა ჯიმი ცოცხს,თუმცა საგულდაგულო დაკვირვების შემდგომ აღმოაჩინა,რომ მისი ვაჟისათვის ცოცხი გიტარის მაგივრობას სწევდა.დაადგინა-რა შვილის განუზომელი სიყვარული გიტარის მიმართ – ელ ჰენდრიქსმა,ჯიმის საჩუქრად გადასცა ავტოსამრეცხაოზე ნაპოვნი ყველასაგან მივიწყებული და ძველი ჰავაური გიტარა.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გიტარისტის – ჯიმი მარშალ ჰენდრიქსის პირველ გიტარას მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სიმი გააჩნდა.პირველი აკუსტიკური გიტარა ჰენდრიქსმა 15 წლის ასაკში ხუთ დოლარად შეიძინა მეგობრისაგან და მას შემგომ გიტარა ჯიმის განუყრელ თანამგზავრად იქცა ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი)