რადიარდ კიპლინგი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ნობელიანტი ინგლისელი მწერალი,პოეტი და ნოველისტი – ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (1865-1936 წლები) ერთობ ანებივრებდა საკუთარ შვილებს (ქალ-ვაჟს) და ყოველთვის ცდილობდა,რომ მათი ნება-სურვილი დაეკმაყოფილებინა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა თავის პრინციპებს,რაც არ უნდა ყოფილიყო,არასოდეს უკეთებდა იგნორირებას.ერთ დღეს,პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,კიპლინგების ოჯახში გამართული საუბრისას,რომელსაც კიპლინგების წყვილის გარდა მათი შვილები – ელისი და ჯონიც ესწრებოდნენ,რადიარდის მეუღლემ – კაროლინამ ჯონის გასაგონად ერთობ სარკაზმულად შენიშნა: “რატომ უნდა იღუპებოდნენ ჩვენი მეგობრებისა და მეზობლების შვილები ომში? ალბათ იმიტომ,რომ ჩვენი შვილი გადარჩეს ცოცხალი”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ კაროლინამ არა მხოლოდ საკუთარი აზრი გამოთქვა,არამედ მეუღლის შეხედულებაც დააფიქსირა აღნიშნული საკითხის შესახებ.მიუხედავად იმისა,რომ ჯონ კიპლინგს პირველ მსოფლიო ომში წასვლა არასულწლოვანი ასაკის გამო არ ეკუთვნოდა,იგი რადიარდმა თავისი კავშირების წყალობით (ბრიტანეთის არმიის ფელდმარშალთან – ფრედერიკ სლეი რობერტთან) მაინც გააწევრიანა ირლანდიის გვარდიაში და ამ საშუალებით გაუშვა 16 წლის ასაკში მყოფი ვაჟი ომში.მშობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ პატრიოტული გრძნობებით ანთებული ჯონიც არ წასულა და არმიაში გაწევრიანებიდან უმოკლეს პერიოდში ლეიტენანტის ჩინიც მიიღო.იმავე პერიოდში რადიარდი,როგორც სამხედრო კორესპონდენტი,ფრონტის წინა ხაზზე გაემგზავრა.მან ბრიტანეთის არმიის უმაღლეს მთავარსარდლობას თავისი ვაჟის ფრონტის წინა ხაზზე გაშვების თხოვნით მიმართა.იგი აღნიშნავდა,რომ ჯონს საკუთარი თვალით უნდა ეხილა – ნამდვილი ომი,რათა მის საშინელ შედეგებს ღრმად ჩასწვდომოდა.კიპლინგების ოჯახისდა საუბედუროდ, 1915 წლის 27 სექტემბერს საფრანგეთში მებრძოლი ჯონ კიპლინგი – არტუას ისტორიულ ოლქში გამართული მესამე ბრძოლისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა.როგორც შემდგომში გაირკვა,იგი გერმანელების მიერ ნასროლი საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად დაიღუპა (დაიფლითა).თუმცა,რადგანაც მისი ცხედარი ნაპოვნი ვერ იქნა,ათწლეულების განმავლობაში მას გარდაცვლილად არ აცხადებდნენ.ჯონ კიპლინგის დაღუპვა ოფიციალურად დადასტურებული იქნა მხოლოდ 1992 წელს.(ავტორი გენია.ჯი)

ვაჟის დაღუპვამ რადიარდზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია,რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველასაგან განმარტოებულმა იცხოვრა. 1936 წლის 18 იანვარს,ჯონის გარდაცვალებიდან 21 წლის გასვლის შემდგომ,თავად რადიარდ კიპლინგიც გარდაიცვალა.

P.S. ზემოთ განთავსებულ ფოტოზე გამოსახულნი არიან მამა-შვილი – ჯოზეფ და ჯონ კიპლინგები.

ჯონ კიპლინგი

ფრედერიკ სლეი რობერტსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>