უპირი

უპირი – წარმოადგენდა საერთო სლავური მითოლოგიის ამაზრზენ და სისხლისმსმელ პერსონაჟს (ვამპირს),რომელიც დამკვიდრებული მოსაზრებით,ღამით საფლავიდან დგებოდა და თავს ესხმოდა არა მხოლოდ ადამიანებს,არამედ ცხოველებსაც,რა დროსაც მათ სისხლს სვამდა. (ავტორი გენია.ჯი) უპირებისათვის დამახასიათებელი გახლდათ კაშკაშა წითელი ფერის თვალები და ასეთივე ფერის სახეები.ის ადამიანები,რომელთაც “უწმინდურ მიცვალებულებად” წოდებული უპირები თავს დაესხმებოდნენ და სისხლს გამოსწოვდნენ,ან კვდებოდნენ ან თავად იქცეოდნენ უპირებად.სლავების რწმენით,უპირებად იქცეოდნენ ის ადამიანები,რომლებიც არაბუნებრივი სიკვდილით აღესრულნენ.მათ შორის – ძალადობრივად მოკლულები,თვითმკვლელები,ჯადოქრები,მანიაკები,ეკლესიისაგან განკვეთილები და ანათემას გადაცემულები.ამიტომ მათ სლავები საერთო სასაფლაოებზე არ მარხავდნენ.ისინი მიიჩნევდნენ,რომ ასეთ მიცვალებულებს მიწა არ იღებდა,რის გამოც ისინი იძულებული ხდებოდნენ ცოცხალთათვის მიეყენებინათ ზიანი.გავრცელებული ვერსიით,ამ ამაზრზენ პერსონაჟებს მასობრივი შიმშილობის გამოწვევაც ძალუძდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უპირებს გააჩნდათ სუსტი წერტილიც,რადგან მათი მოკვლა შესაძლებელი იყო მათივე გვამების დაწვის საშუალებით.სლავური მითოლოგიის სისხლისმსმელი პერსონაჟების მიმართ განსაკუთრებული რწმენა და შიში გააჩნდათ უკრაინელებს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>