იცით თუ არა,რომ
1. ბაროკოს ეპოქის გენიალურ ესპანელ დრამატურგსა და პოეტს – ლოპე დე ვეგას (1562-1635 წლები) ესპანურმა ეკლესიამ 1609 წელს “ინკვიზიციის ნებაყოფლობითი მსახურის” სტატუსი მიანიჭა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მსოფლიო სალიტერატურო ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი მწერალი, 1623 წელს პირადად განკარგავდა ერესში დადანაშაულებული ერთ-ერთი ფრანცისკანელი ბერის კოცონზე დაწვას. – (ავტორი გენია.ჯი)
2. გენიალური რუსი მწერლისა და ესეისტის – თედორე დოსტოევსკის უფროსი ძმა – მიხეილ დოსტოევსკიც მწერალი გახლდათ.მას საკუთარი ლიტერატურული ჟურნალი – “ვრემია” გააჩნდა,რომელშიც პირველად იქნა გამოქვეყნებული თედორეს უკვდავი ნაწარმოებები.
3. როგორც ცნობილია,დიდი გერმანელი ფილოსოფოსისა და ფილოლოგის – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები) მამის – კარლ ლუდვიგ ნიცშეს მსგავსად,რომელიც ლუთერანი მღვდელი გახლდათ,მისი ორივე ბაბუაც სასულიერო პირები იყვნენ.მიუხედავად ამისა,თავად ფრიდრიხი ათეიზმს ქადაგებდა და დაწერა ისეთი ამაზრზენი შინაარსის მქონე წიგნი,როგორიც გახლავთ – “ანტიქრისტე.ქრისტიანთა წყევლა”.
4. გამოჩენილ რუს პოეტსა და მწერალს – ნიკოლოზ ნეკრასოვს მამამ – ალექსანდრე ნეკრასოვმა ყოველგვარ მატერიალურ დახმარებაზე მას შემდგომ უთხრა უარი,რაც მისმა ვაჟმა სამხედრო სასწავლებელში სწავლას ლიტერატურული მოღვაწეობა არჩია.სწორედ მამის მიერ შეწყვეტილი მატერიალური დახმარების გამო გახდა იგი იძულებული ბანქოს თამაშის ხელოვნებას დაუფლებოდა.მალევე ნეკრასოვი პროფესიონალ ბანქოს მოთამაშედ იქცა და საკმაოდ დიდი თანხების მოგებაც შეძლო.
5. მღრნელების რიგის ძუძუმწოვარა ცხოველების – თახვების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 – 17 წელიწადია.
6. როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გიტარისტად აღიარებული ამერიკელი მუსიკოსი – ჯიმი ჰენდრიქსი – ცაცია გახლდათ.
7. ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ფარდობითობის თეორიის” ავტორი – ალბერტ აინშტაინი ყოველთვის ამბობდა სიტყვა “მე”-ს და რატომრაც არ უყვარდა,როდესაც მისი თანდასწრებით ამბობდნენ სიტყვა – “ჩვენ”.ერთ-ერთი მისი მეგობარი იგონებდა,რომ იგი ერთადერთხელ შეესწრო ფაქტს,როდესაც აინშტაინთან თანდასწრებით მისმა მეუღლემ – ელზამ იხმარა სიტყვა “ჩვენ”,რაზეც ალბერტი საშინლად განრისხებულა მეუღლის მიმართ. – (ავტორი გენია.ჯი)
8. რუსი ლირიკოსი პოეტის – ათანასე ფეტის გადმოცემის თანახმად,ცნობილი რუსი მწერალი და პოეტი – ივანე ტურგენევი ერთობ ისტერიკული და ხანგრძლივი სიცილით გამოირჩეოდა.მისივე ცნობით,ტურგენევი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა დამშვიდებას.
9. დიდი რუსი პოეტი-იმაჟინისტი – სერგეი ესენინი,რომელიც თავის მასწავლებლად ალექსანდრე ბლოკს მიიჩნევდა,რამდენიმე ხნის განმავლობაში მ,კაცრად მისდევდა ვეგეტარიანული ცხოვრების წესს.
10. ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ სახელმწიფო მოღვაწეს – არმან ჟან დიუ პლესს (1585-1642 წლები) ბავშვობიდანვე განუზომლად უყვარდა წიგნების კითხვა.იგი მთელ თავისუფალ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა,რამაც საბოლოო ჯამში რიშელიე თავის საშინელ ტკივილებმდე მიიყვანა.აღნიშნული ტკივილები კარდინალს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ტანჯავდა