ალექსეი ტოლსტოი – “ეპიზოდი”

1923 წელს ემიგრაციიდან დაბრუნებული ცნობილი რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ალექსეი ტოლსტოი (1883-1945 წლები) სხვა საბჭოთა ლიტერატორებთან და ხელოვანებთან ერთად კრემლში ოფიციალურ მიღებაზე იქნა მიწვეული იოსებ სტალინის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) საბჭოთა მხატვრებზე საუბრისას,ალექსეიმ სტალინისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე გაბედა და დანანებით წარმოთქვა,რომ უცხოეთში საუკეთესო საბჭოთა მხატვრები აღმოჩნდნენ ემიგრაციაში იძულებით გადახვეწილები,რის გამოც,თავად საბჭოთა კავშირში მეორეხარისხოვანი მხატვრებიღა იყვნენ შემორჩენილი.ბელადი ტოლსტოის სიტყვებმა ძალიან გააბრაზა,თუმცა მან პასუხისაგან თავი შეიკავა და სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის პირველ პრეზიდენტს – ალექსანდრე გერასიმოვს ჰკითხა: ” – რას იტყვით აღნიშნული საკითხის შესახებ,ამხანაგო გერასიმოვ?” – გონებასხარტმა ალექსანდრემ კი გენსეკს უმალვე გასცა მეტად ორიგინალური პასუხი დასმულ შეკითხვაზე: ” – აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებას,ამხანაგო სტალინ.მართლაცდა ჩვენი მხატვრების უმრავლესობა მეორეხარისხოვან მხატვრებად იქცნენ.თუმცა აქვე მინდა შევნიშნო,რომ არც საბჭოთა ლიტერატურაში გვაქვს კარგად საქმე.მართალია,გვყავს ტოლსტოი,მაგრამ არა ლევ ტოლსტოი”. – როგორც რიგი წყაროები ირწმუნებიან,სტალინი სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის პირველი პრეზიდენტის გონიერ პასუხს ერთობ კმაყოფილი დაუტოვებია. (ავტორი გენია.ჯი)

ალექსანდრე გერასიმოვი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>