მიხეილ გორბაჩოვი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, 1985 წლის 16 მაისს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პირადად,სკკპ ცკ-ას უკანასკნელი გენერალური მდივნის – მიხეილ გორბაჩოვის მიერ მიღებული იქნა განკარგულება,რომლის თანახმადაც ბრძოლა გამოეცხადა – “მემთვრალეობასა და ალკოჰოლიზმს”. (ავტორი გენია.ჯი) მალევე “ანტიალკოჰოლური კამპანია” მრავალი საბჭოთა მოქალაქის განაწყენების მიზეზი გახდა.სწორედ იმ პერიოდში ეწვია გორბაჩოვი მოსკოვის სახელმწიფო საესტრადო თეატრს.ანტრაქტის დროს,მიხეილი თეატრის მთავარი რეჟისორის – ბორის ბრუნოვის კაბინეტში შევიდა.მათ შორის ერთობ გულთბილი საუბარი გაიმართა.მას შემდგომ,რაც განხილვის თემად გენერალური მდივნის მიერ მიღებული “ანტიალკოჰოლური კამპანია” იქცა,გორბაჩოვმა ბორისისდა გასაკვირად,საკუთარ თავზე შემდეგი სახის ანეგდოტი მოყვა:
“ალკოჰოლის მოყვარული რუსი მამაკაცები მაღაზიის წინ არაყის შესაძენად უზარმაზარ რიგში დგანან.
- მორჩა, – წარმოთქვა ერთ-ერთმა რიგში მდგომმა მამაკაცმა, – უკვე ყელში ამომივიდა აქ დგომა.წავალ ეხლა კრემლში და გორბაჩოვს ცხვირ-პირს გავუერთიანებ.
რამდენიმე საათის შემდგომ იგივე მამაკაცი უკან დაბრუნდა.
- რა ჰქენი,გაუერთიანე ცხვირ-პირი გორბაჩოვს? – ირონიულად უკითხავთ მისთვის.
- ვერ მოვახერხე,რადგან იქ ამაზე გაცილებით დიდი რიგი დგასო, – უპასუხია თავისი რიგის დაკარგვით გაღიზიანებულ ალკოჰოლიკს”. (ავტორი გენია.ჯი)
ბორის ბრუნოვი