წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – “საშინელი სამსჯავრო”

“ვერც ერთი აზრი და სიტყვა ისე ვერ გამოაფხიზლებს კაცის გონებას,როგორც წარმოდგენა იმ საშინელი და შემაძრწუნებელი წამისა,როდესაც იგი საშინელ სამსჯავროზე ღმერთის პირისაგან მისი საბოლოო განაჩენის შესახებ მოისმენს.თუმცა,ამქვეყნად ადამიანი ხშირად და ადვილად ცოდავს,მაგრამ იმედი აქვს,რომ მათ შესახებ ვერავინ შეიტყობს.ყოველი ადამიანი თავმომწონეა და უფრთხის,ვინმემ მასზე ცუდი არ იფიქროს.ცოდვას სიბნელე და დუმილი უყვარს. (ავტორი გენია.ჯი) უეჭველია,ადამიანი დარწმუნებული რომ იყოს,მისი ცოდვის შესახებ მაშინვე ყველა შეიტყობდა,ცოდვას არ ჩაიდენდა.საშინელ სამსჯავროზე კი ყოველი ჩვენი ცოდვა მთელი ქვეყნის დასანახად წარმოჩნდება.თუ ზოგჯერ შენი ცოდვების გამო აქაც ისეთ სირცხვილს გრძნობ,რომ არ იცი სად დაიმალო,წარმოიდგინე,როგორი სირცხვილი და გაკიცხვა გელის,როცა მათ შესახებ ცაც და დედამიწაც,ნაცნობნიცა და უცნობნიც შეიტყობენ.თუ ამქვეყნად ადამიანთა მოტყუებას ახერხებდი და მათ კეთილი და ღმრთისმოყვარე კაცად მიაჩნდი,მაშინ გაიგებენ,რომ შენი ღმრთისმოყვარეობა თურმე მხოლოდ ნიღაბი იყო,რომ სიმართლე მხოლოდ ენაზე გქონდა,ხოლო გული შენი ბოროტებითა და უსჯულოებით იყო სავსე.მეორეც: როცა ამქვეყნად ცოდვას ჩავდივართ,იმედი გვაქვს,რომ მას ოდესმე მოვინანიებთ.თუმცა,სჯულს ხშირად ვარღვევთ,მაგრამ თავის სანუგეშებლად და თავის გასამართლებლად ათასგვარ მიზეზებს მოვიგონებთ.ამიტომ,ხშირად ჩვენი სინდისი შეკრული და დაბნელებულია.საშინელ სამსჯავროზე კი,როცა თავის გასამართლებელი მიზეზები მოგვესპობა,რითღა ჩავაჩუმებთ სინდისის ხმას? ცბიერი და ცრუ აზრებისაგან განთავისუფლებული სინდისი ცოდვილს ტანჯავს.მის მიერ ჩადენილი საქმენი,როგორც უმოწყალო ლაშქარნი,წინ დაუდგებიან და მის შეძრწუნებასა და შემუსვრას იწყებენ.მაშინ ამაო იქნება მოთქმა და გოდება,ვედრებისათვის ხელების აღპრობა,ჟამი სინანულისა,დრო შეწყალებისა და მოწყალებისა დამთავრებულია. და ცოდვილი მოისმენს საშინელ განაჩენს: წარვედით ჩემგან,წყეულნო,ცეცხლა მას საუკუნესა.ამასთან: ადამიანს ამქვეყნად რაც არ უნდა ჭირი და უბედურება შეემთხვეს,იმის იმედი აქვს,რომ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი მაინც დაასრულებს მას,საშინელ სამსჯავროზე გამოტანილი განაჩენი კი საბოლოოა,ხოლო ტანჯვა ცოდვილისა – დაუსრულებელი”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>