აპალაჩიკოლა
აპალაჩიკოლა – წარმოადგენს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,კერძოდ,ფლორიდის შტატში განთავსებულ მდინარეს,რომელიც სათავეს იღებს მდინარეების – ჩუტაჰუჩისა და ფლინტის შესართავთან. (ავტორი გენია.ჯი) მდინარის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია,ხოლო აუზის სრული მოცულობა კი 51 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.იგი სათავიდან სამხრეთით მიედინება და საბოლოო ჯამში აპალაჩიკოლას ყურეში ჩაედინება,რომელიც თავის მხრივ მექსიკის ყურის ნაწილს წარმოადგენს.საინტერესოა ის გარემოება,რომ მდინარის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილები სხვადასხვა სასაათო სარტყელებშია მოქცეული (მიუხედავად მცირე ტერიტორიისა,ფლორიდის შტატში ორი სასაათო სარტყელია გავრცელებული).ასევე ნიშანდობლივი ფაქტია ისიც,რომ აპალაჩიკოლას აღმოსავლეთ სანაპიროებზე (სულ რაღაც 10 კვადრატულ კილომეტრზე) გავრცელებულია ერთ-ერთი უიშვიათესი ურთხლისებრთა ოჯახის წიწვოვანი მცენარე – ფლორიდული ურთხელი (ერთადერთი ადგილი დედამიწაზე,სადაც ის ხარობს),რომელსაც მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარის სტატუსი.აპალაჩიკოლა საზრდოობს წვიმის წყლით.სანაოსნო წყლის ტრანპორტით მდინარის მთელ სიგრძეზეა გადაადგილება შესაძლებელი. (ავტორი გენია.ჯი)