კლოდ ჟოზეფ ვერნე – “ეპიზოდი”
ერთხელ ქუჩაში მიმავალ დიდ ფრანგ მხატვარს – კლოდ ჟოზეფ ვერნეს (1714-1789 წლები),რომელმაც 1754-1762 წლებში საფრანგეთის მეფის ლუი XV დე ბურბონის შეკვეთით გასაოცარი ფერთა გამით დახატა სერიები სურათებისა – “პარიზის პორტები”,გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ფილოსოფოსი – ვოლტერი შემოხვდა. (ავტორი გენია.ჯი) ვოლტერს უკვე დათვალიერებული ჰქონდა ზემოაღნიშნული სურათები და იმ ფერებმა,რომლებიც მან ვერნეს ტილოებზე იხილა,დიდი მოაზროვნე აღფრთოვანებაში მოიყვანა.ამიტომ,როდესაც ვოლტერი კლოდს შეხვდა,თავისი აღტაცება ვერ დამალა და მხატვარს შემდეგი კომპლიმენტი უძღვნა:
- მუსიე ვერნე,თქვენს დიდებულ ხატვის სტილზე,რომ არაფერი ვთქვათ,სრულიად დარწმუნებული ვარ,რომ აუცილებლად მოიპოვებთ უკვდავებას,რადგან ამას განაპირობებს თქვენს მიერ გამოყენებული საღებავები,რომლებიც ჩემის აზრით – მსოფლიოში საუკეთესოა.
თავისი თავმდაბლობითა და მოკრძალებული ბუნებით ცნობილმა დიდმა ფრანგმა მხატვარმა ვოლტერს მადლობა მოახსენა და საპასუხოდ მიუგო:
- მუსიე ვოლტერ,სრული პასუხისმგებლობითა და გულწრფელობით ვაღიარებ,რომ ჩემი საღებავები თქვენს მელანს ვერასოდეს გაუთანაბრდება. (ავტორი გენია.ჯი)