“დამაკვირდი”
1. “ადამიანებმა ყველაზე უცოდველი საქმიანობაც კი დანაშაულად შეიძლება გადააქციონ.ყველაზე საქველმოქმედო ხელოვნებას სახელი გაუტეხონ და ყველაზე კეთილი საქმე ბოროტების სამსახურში ჩააყენონ”. – ჟან-ბატისტ პოლკენი (მოლიერი) - (ავტორი გენია.ჯი)
2. “იმაზე ურცხვი სანახავი არაფერია,როცა მოხუცს თავისი ასაკის დასამტკიცებლად მხოლოდ წლების შემოთავაზება შეუძლია”. – ლუციუს ანეუს სენეკა
3. “თითოეული ადამიანი განსხვავდება მეორისაგან და ასევე ყოველდღე თვითონაც განსხვავდება საკუთარი თავისგანაც”. – ალექსანდრე პოუპი
4. “საცოდავია მოწაფე,რომელიც მასწავლებელს არ აღემატება.ყმაწვილმა პირველად უნდა ისწავლოს პერსპექტივა,მერე საგანთა ზომა,კარგი ოსტატების ნახატები,ნატურა,სხვა ოსტატთა ტილოები,დაბოლოს,უნდა მიეჩვიოს ყოველი ჩანაფიქრის პრაქტიკულად განხორციელებას”. – ლეონარდო და ვინჩი
5. “ისინი,ვინც ადამიანებს ასწავლიან თუ როგორ მოკვდნენ,იგივენი ასწავლიან მათ ცხოვრებას”. – მიშელ დე მონტენი – (ავტორი გენია.ჯი)
6. “ის,ვინც ხალხის გარემოცვაში ცხოვრობს,ან წყურვილით უნდა მოკვდეს,ან უნდა ისწავლოს წყლის დალევა ნებისმიერი ჭიქიდან.ხოლო ვისაც უნდა დარჩეს სუფთა, და ამასთან,ხალხთანაც დარჩეს,ჭუჭყიან წყალში უნდა ისწავლოს ბანაობა”. – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე
7. “არაფერზე დაფუძნებული თავისუფალი აზროვნება არ არსებობს”. – ოსვალდ შპენგლერი
8. “ცივილიზაციის ისტორია შეიძლება გამოითქვას ექვს სიტყვაში: რაც მეტი იცი,მით მეტი შეგიძლია”. – ედმონ ფრანსუა აბუ
9. “დაცემულს კაცსა უსმინე,ნუ ჰყვედრი,ნუ დასცინია”. – ვახტანგ VI
10. “გენია ყოველთვის ჩანს,რადგან მის წინააღმდეგ ყველა ბრიყვი და უნიჭო ერთიანდება”. – ჯონათან სვიფტი – (ავტორი გენია.ჯი)