უილიამ ბილ გეიტსი – “ეპიზოდი”
მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის - ”Microsoft Corporation”-ის ერთ-ერთი გენიალური ამერიკელი ფუძემდებელი,ბიზნესმენი და ფილანტროპი – უილიამ ბილ გეიტსი,სკოლის პერიოდიდანვე მეგობრობდა ამავე კომპანიის ამერიკელ დამაარსებელთან და მეწარმესთან – პოლ ალენთან და კენტ ევანსთან,რომელიც თავის მხრივ,ძალიან ძლიერი მათემატიკოსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სამივე მეგობარი ხშირად იკრიბებოდა ღამღამობით და პროგრამირების კუთხით სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს ატარებდა.ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს,ევანსმა გეიტსა და პოლს განუცხადა: “ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება,რომ დებილები ვართ”.
- რატომ ფიქრობ ასე? – ჰკითხა ალენმა.
- ყოველ ღამით ჩვენი ამხანაგები სახლიდან იპარებიან,მშობლების მანქანები მიჰყავთ და მეგობრებთან ერთად ერთობიან ან გოგონებს ხვდებიან; ჩვენ კი იმიტომ ვიპარებით სახლებიდან,რომ ქალაქის შუქნიშნების მართვის პროგრამა შევიმუშაოთ! – უპასუხა ალენს ევანსმა.
- სამაგიეროდ,პროექტის წარმატებით შესრულების შემდგომ,ქალაქის მუნიციპალიტეტი იმდენ ფულს გადმოგვირიცხავს,რომ სამივენი საკუთარ მანქანებს შევიძენთ, – ღიმილით უპასუხა ალენმა.შემდეგ კი იგი გეიტს მიუბრუნდა და ჰკითხა:
- ბილ,ხომ მართალს ვამბობ?
გეიტსმა მუშაობა შეწყვიტა და მეგობარს ასეთი პასუხი გასცა: ” – მე მხოლოდ იმიტომ ვიპარები სახლიდან,რომ ვაკეთო ის,რაც მსიამოვნებს!” – (ავტორი გენია.ჯი)