ტერენტი გრანელი – “ახლა ერთია გლოვა თუ ზარი”

ახლა ერთია გლოვა თუ ზარი,

ფიქრი მკრთალია.

რომ გალაკტიონს მე გავუსწარი,

ეს მართალია.

* * *

და უწინ დედას სტიროდნენ დები,

რეკდა საათი.

ღმერთო! მომეცი მე პირობები

გაფრენისათვის.

* * *

და ფიქრი ცისკენ ქარს წაეყვანა,

იმედი დარჩა.

ღმერთო! რადა ვარ,ან ეს ქვეყანა

საიდან გაჩნდა.

კომენტარის დატოვება