დედოფალი ვიქტორია – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთანებული სამეფოს დედოფლის – ვიქტორიას (1819-1901 წლები) ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ოპონენტს წარმოადგენდა ქვეყნის ექს-პრემიერ მინისტრი – უილიამ ევარტ გლადსტონი. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,ვიქტორიას იმ პერიოდში დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი – ბენჯამინ დიზრაელი ეწვია.გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის შემდგომ,დედოფალმა დიზრაელს ჰკითხა:

- მისტერ ბენჯამინ,თუ შეიძლება,ამიხსენით,რა განსხვავებაა უბედურ შემთხვევასა და უბედურებას შორის?

- თქვენო უდიდებულესობავ,თქვენის ნებართვით,განმარტებისათვის მაგალითად თქვენივე პოლიტიკურ ოპონენტს – უილიამ გლადსტონს მოვიყვან: თუკი გლადსტონი ზღვაში ჩავარდება,ეს მოვლენა – უბედური შემთხვევის კლასიფიკაციას მიიღებს.ხოლო იმ შემთხვევაში,თუკი მას ზღვიდან ვინმე ამოიყვანს და გადაარჩენს,მაშინ ეს – უბედურება იქნება. – ერთმნიშვნელოვნად უპასუხა დედოფალ ვიქტორიას დიზრაელმა. (ავტორი გენია.ჯი)

ბენჯამინ დიზრაელი

უილიამ ევარტ გლადსტონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>