ლუციუს ანეუს სენეკა “უმცროსი” – (ეპიზოდი)
დიდი ძველ რომაელი ფილოსოფოსი,დრამატურგი,პოეტი და საზოგადო მოღვაწე – ლუციუს ანეუს სენეკა “უმცროსი” (ძვ.წ.აღ-ით 4 – ახ.წ.აღ-ით 65 წლები),რომელიც აღმზრდელი იყო ისეთი ოდიოზური რომის იმპერატორისა,როგორიც გახლდათ – ნერონი,საკმაოდ დიდ სიმდიდრეს ფლობდა და ფუფუნებაშიც ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ,სენატში სიტყვით გამოსვლისას,სენეკამ ხანგრძლივი საუბარი დაიწყო მოკრძალებული,ზომიერი და სათნო ცხოვრების შესახებ.მოულოდნელად,ერთ-ერთმა სენატორმა ლუციუსს ცინიკურად შეახსენა,რომ ასეთი მგრძნობიარე თემატიკის ავტორი თავად ცხოვრობდა ერთობ დიდ ფუფუნებაში.
მას შემდეგ,რაც სენეკამ რომაელი სენატორის ცინიკური შენიშვნა მოისმინა,მრავალმნიშვნელოვნად ასწია საჩვენებელი თითი და პასუხად წარმოთქვა:
- ფილოსოფოსები ლაპარაკობენ არა იმის შესახებ,თუ როგორ ცხოვრობენ თავად,არამედ იმის შესახებ,თუ როგორ უნდა იცხოვროს ყველამ… (ავტორი გენია.ჯი)