იგორ სტრავინსკი – “ეპიზოდი”
ერთხელ,ნიუ-იორკში მაცხოვრებელმა სახელოვანმა რუსმა კომპოზიტორმა,პიანისტმა და დირიჟორმა – იგორ სტრავინსკიმ (1882-1971 წლები),რომელსაც 1945 წელს მიენიჭა ამერიკის შერთებული შტატების მოქალაქეობა,ტაქსი გააჩერა და როდესაც ავტომობილში ჩაჯდა,მისი ყურადღება იმ პატარა დაფამ მიიქცია,სადაც მისი გვარი იყო გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი)
- თქვენ კომპოზიტორ სტრავინსკის ნათესავი ხომ არ ბრძანდებით? – მოკრძალებით ჰკითხა იგორმა ტაქსის მძღოლს.
- ნუთუ არსებობს ასეთი გვარის კომპოზიტორი? – გაიოცა მძღოლმა, – პირველად მესმის.სტრავინსკი ტაქსის მფლობელის გვარია. – განმარტა მან. – ჩემს გვარს მუსიკასთან საერთო აბსოლუტურად არაფერი აქვს.
- რა გვარი ბრძანდებით? – დაინტერესდა სტრავინსკი.
- ჩემი გვარი – როსინია, – უპასუხა ტაქსის მძღოლმა,რომელსაც არაფერი სმენოდა თავისი მოგვარე ისეთი გენიალური იტალიელი კომპოზიტორის შესახებ,როგორიც გახლდათ – ჯოაკინო ანტონიო როსინი. (ავტორი გენია.ჯი)
ჯოაკინო ანტონიო როსინი