ერნან კორტესი – “ეპიზოდი”
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან ტრიუმფით დაბრუნებული ესპანელი კონკისკადორი და აცტეკთა იმპერიის დამსამარებელი – ერნანდო კორტეს დე მონრიო ი პისარო ალტამირანო (1485-1547 წლები) ვარაუდობდა,რომ მის მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის გამო სათანადო დაფასებასა და ყურადღებას დაიმსახურებდა სამეფო ხელისუფლებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) რომის საღვთო იმპერიის იმპერატორისა და ესპანეთის მეფის – კარლ V ჰაბსბურგის სასახლეში მისული კონკისკადორი გააოცა იმ ფაქტმა,რომ კორტესის მიმართ ძალიან გულგრილი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა.თავად იმპერატორმა იგი ფიზიკურად ვერც იცნო და ერთობ ამპარტავნულად ისიც კი ჰკითხა,თუ ვინ ბრძანდებოდა იგი.შეურაცხყოფილმა და დამცირებულმა მექსიკის ამაყმა დამპყრობელმა მრისხანება როგორღაც დაიცხრო და კარლ V-ს დასმულ შეკითხვაზე ერთობ ნიშანდობლივი პასუხი გასცა: ” – თქვენო უდიდებულესობავ,მე გახლავართ ის ადამიანი,რომელმაც თქვენ იმაზე მეტი რაოდენობის პროვინცია გადმოგცათ,ვიდრე თქვენმა წინაპრებმა დაგიტოვეს ქალაქებიო”. (ავტორი გენია.ჯი)
კარლ V ჰაბსბურგი