ცისფერი ნაძვი
ცისფერი ნაძვი – წარმოადგენს ნაძვისებრთა ბიოლოგიური სახეობის ულამაზეს მარადმწვანე წიწვოვან მცენარეს,რომლის ბუნებრივი გავრცელების არეალია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,აიდაჰოს,იუტას,კოლორადოს,არიზონასა და ნიუ-მექსიკოს შტატები (აშშ-ი).ცისფერი ნაძვის ხის საშუალო სიმაღლე 25 მეტრიდან 30-თ მეტრამდე მერყეობს.იშვიათად,თუმცა მაინც გვხვდება ბუნებაში ისეთი ეგზემპლარებიც,რომელთა სიმაღლე 46 მეტრს უტოლდება.ამ საოცარი სილამაზის მქონე ნაძვის ხის ტანის დიამეტრი 1,5 მეტრია.შეიცავს თხელ მერქანს და რომბისებრი ფორმის მქონე 15-დან 50 მილიმეტრამდე სიგრძის ცისფერ წიწვებს.ვარდისფერი და მოწითალო ფერთა გამის მქონე გირჩები,რომელთა სიგრძე 6 – 11 სანტიმეტრია,ცილინდრული ფორმისაა.ცისფერი ნაძვის ზრდისათვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილებია ისეთი მთის მასივები,სადაც ნიადაგი ტენიანობით გამოირჩევა.მათი ხილვა ბუნებრივ პირობებში შესაძლებელი ზღვის დონიდან 1750 – 3000 მეტრს სიმაღლეზე განთავსებული მდინარეების სანაპიროებზეა.აღნიშნული მცენარეები კულტივირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,თუმცა მათ იქ ძირითადად დეკორატიული დანიშნულება გააჩნიათ. (ავტორი გენია.ჯი) ცისფერი ნაძვი ფართოდ გავრცელებული მცენარეა,რის გამოც,საბედნიეროდ,მათ გადაშენების საფრთხე არ ემუქრებათ.ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ ეს ულამაზესი მცენარე იუტასა და კოლორადოს შტატების ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)