ჰანს ეპინგერი – “ეპიზოდი”
ჰანს ეპინგერი (1878-1946 წლები) – წარმოადგენდა ჩეხეთში დაბადებულ იმ ავსტრიელ ექიმს,რომელიც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას აქტიურ მონაწილეობას იღებდა გერმანელი ნაცისტი ექიმების მიერ დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში მაცხოვრებელ ტუსაღებზე ჩატარებულ ამაზრზენ სამედიცინო ექსპერიმენტებში. (ავტორი გენია.ჯი) დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში “მოღვაწე” ეპინგერზე,რომელიც თავის მხრივ, 90-თ გაუბედურებულ ბოშა-ტუსაღს ექსპერიმენტის ფარგლებში სასმელი წყლისა და საკვების ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ ზღვის მლაშე წყალს ასმევდა (ამ არაადამიანურ ექსპერიმენტში მონაწილე ბოშები 6-დან 12 დღის ფარგლებში საშინელი ტანჯვით აღესრულნენ),იმიტომ გავამახვილე თქვენი ყურადღება,რომ 1970 წელს,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ერთ-ერთი ფონდის მიერ,როგორც ღვიძლის გამოკვლევაში უდიდესი წვლილის დამდები მედიკოსისა,დაარსებული იქნა – “ჰანს ეპინგერის სახელობის პრემია”.თავად ავსტრიელმა ყასაბმა-ექიმმა – ეპინგერმა,მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,ნიურნბერგის პროცესზე მოწმის სტატუსით გამოსვლამდე – თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ლუკას სახარებაში მოყვანილი დიდებული ციტატა: “არა არს დაფარული,რომელიც არა გამოცხადნეს”, რომ სრული ჭეშმარიტება გახლავთ,ეს ყველასათვის ნათელი ფაქტია.ასევე იყო ეპინგერის შემთხვევაშიც,რადგან მისი სახელობის პრემიის დარსებიდან სულ რაღაც სამიოდე წლის გასვლის შემდგომ დოკუმენტურად იქნა დადასტურებული ავსტრიელი ექიმის მიერ დაჰაუს საკონცენტრაციოში ბანაკში ჩატარებული სასტიკი ექსპერიმენტების შედეგები.აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაუქმებული იქნა ავტრიელი ექიმის სახელობის პრემია. (ავტორი გენია.ჯი)