ფრანსუა მიტერანი – “ეპიზოდი”
“ერთგულება არ განისაზღვრება ერთი ქალის,ერთი სახეობის ყავის ან ერთი ხარისხის ღვინისადმი გამოვლენილი ერთგულებით.ერთგულება – ეს არის სიმბოლო,სიმბოლო პრინციპებისა”. – აღნიშნა “Paris Match”-თან ინტერვიუში საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ფრანსუა მორის ადრიან მარი მიტერანმა (1916-1996 წლები),რომელმაც გარდაცვალებამდე მხოლოდ მცირეოდენი ხნით ადრე აღიარა საჯაროდ,რომ უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ზრდიდა თავის უკანონოდ შობილ ქალიშვილს,სახელად – მაზარინს. (ავტორი გენია.ჯი) სოციალისტური მოძრაობის ცოლ-შვილიანმა ლიდერმა – მიტერანმა,სანამ ის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა,გოლფ-კლუბში გაიცნო პიერ პინჟო და მისი მეუღლე.პინჟოების წყვილმა იგი სადილად საკუთარ სახლში მიიწვია,რა დროსაც გაიცნო მათი ულამაზესი 18 წლის ქალიშვილი – ანა.პინჟოებმა მიტერანს აუწყეს,რომ ანას პარიზის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სურდა სწავლის გაგრძელება და ფრანსუას თხოვეს მისთვის დახმარება გაეწია პარიზში ცხოვრების პერიოდში.”თქვენ შეგიძლიათ სრულიად დამეყრდნოთ და მენდოთ მე”, – განუცხადა ანას სილამაზით მოხიბლულმა 45 წლის ასაკში მყოფმა მიტერანმა პინჟოების წყვილს.მას შემდგომ ცოლ-შვილიანმა და ანასთან შედარებით ასაკოვანმა ფრანსუამ გარდაცვალებამდე პინჟოების ქალიშვილთან ერთად იცხოვრა და მისგან ქალიშვილი – მაზარინიც შეეძინა. (ავტორი გენია.ჯი) მეუღლისა და ანას რომანის შესახებ ინფორმაცია მიტერანის მეუღლისათვის – დანიელასათვისაც იყო ცნობილი.საფრანგეთის სპეცსამსახურები კი უმკაცრესად ასაიდუმლოებდნენ აღნიშნულ ინფორმაციას.თუმცა,მოგვიანებით,ფართო საზოგადოებამაც გაიგო ეს ამბავი.მაგრამ ფრანგებს,ამერიკელი პურიტანებისაგან განსხვავებით,ამ ფაქტისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ერთ დღეს,ფრანსუა მიტერნი ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილ ფრანგ მწერალსა და ჟურნალისტს – ელი ვიზელს შეხვდა.ერთ-ერთ თემატიკაზე საუბრისას,ვიზელმა აღნიშნა,რომ ხანდახან ღმერთიც კი ცდებაო, – რაზეც მიტერანმა მიუგო: “მე – არასოდეს!” (ავტორი გენია.ჯი)
დანიელა მიტერანი (ფრანსუას მეუღლე)
მარაზინი და ანა პინჟო ფრანსუა მიტერანის დაკრძალვისას