ელეონორა რუზველტი – “ეპიზოდი”
1962 წლის 7 ნოემბერს ნიუ-იორკში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი “პირველი ლედი”-ს ტიტულის მატარებელი ქალბატონი – ანა ელეონორა რუზველტი. (ავტორი გენია.ჯი) ნიუ-იორკში “გაერო”-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე გენერალური ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას,ამერიკელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ – ედლაი II სტივენსონმა დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლის გარდაცვალებისადმი პატივი მიეგოთ.გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სტივენსონის მოწოდება გაითვალისწინა და ელეონორა რუზველტის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ,ასეთი ფაქტი,როდესაც წუთიერი დუმილით პატივი მიეგო “ექს-პირველ ლედის” ხსოვნას,არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა.იგი იმავე ასაკში აღესრულა,რა ასაკშიც მისი ლეგენდარული მეუღლე გარდაიცვალა.ისევე,როგორც ფრანკლინი არ გახლდათ ჩვეულებრივი პრეზიდენტი,არც ელეონორა იყო ჩვეულებრივი “პირველი ლედი”.ელეონორა ამერიკის ისტორიაში შევიდა,როგორც საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე,პუბლიცისტი და დიპლომატი,ადამიანის უფლებების დამცველი და მეტად საინტერესო ავტობიოგრაფიული ქმნილებების ავტორი. (ავტორი გენია.ჯი) ჰარი ტრუმენმა ელეონორას “მსოფლიოს პირველი ლედი” უწოდა და აღნიშნა,რომ მისი პერსონით არა მხოლოდ ამერიკაში ინტერესდებოდნენ,არამედ მთელს მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი)
ფრანკლინი და ელეონორა ქორწინებამდე
ელეონორა და ფრანკლინი ქორწინების შემდგომ
ელეონორა და ფრანკლინი თავიანთ 13 შვილიშვილთან ერთად