ანდრეი გრომიკოს რჩევა ახალბედა დიპლომატ ვაჟიშვილს…
საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დიპლომატად აღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრის – ანდრეი გრომიკოს (1909-1989 წლები) ამერიკანისტი და აფრიკანისტი ვაჟი – ანატოლი გრომიკო 1961 წელს გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სრულუფლებიანი ელჩის მრჩევლად დაინიშნა. (ავტორი გენია.ჯი) სანამ იგი ამ საპასუხიმგებლო მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდა,ანდრეიმ თავის ახალბედა დიპლომატ ვაჟს ერთობ მნიშვნელოვანი რჩევა მისცა: “არასოდეს დალიო ოფიციალური მიღებების დროს.გახსოვდეს,რომ დიპლომატი თავის სამარეს სწორედ სირჩის საშუალებით ითხრის.იყავი მოკრძალებული და ნუ გამოიჩენ იმაზე მეტად თავს,ვიდრე საჭიროა.ეცადე მოისმინო მეტი და ილაპარაკო ნაკლები.მთავარია საკუთარ თავს კი არ უსმენდე,არამედ უსმენდე თანამოსაუბრეს.თუკი დარწმუნებული არა ხარ,რომ საჭიროა რაღაც აუცილებლად თქვა,უმჯობესია – დადუმდე. და კიდევ,მეგობრულ ურთიერთობაში არ შეხვიდე უცხოელებთან.პოლიტიკოსებისთვის და დიპლომატებისთვის ეს – ძალიან მძიმე ტვირთია”. (ავტორი გენია.ჯი)
ანატოლი გრომიკო