ჯონ კუინსი ადამსი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეექვსე პრეზიდენტი – ჯონ კუინსი ადამსი (1767-1848 წლები) დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდა ინტერვიუს ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტ ქალს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ჟურნალისტი მაინც თავგამოდებით ცდილობდა მისგან როგორმე აეღო ინტერვიუ და ყოველ ფეხისნაბიჯზე დაყვებოდა მას.მკაცრი წესების დაცვით სახელგანთქმულ ადამსს ერთი სისუსტე მაინც გააჩნდა: მას ძალიან უყვარდა “თეთრი სახლის” სიახლოვეს განთავსებულ მდინარე პოტომაკში დედიშობილა ბანაობა.იმისათვის,რომ პოტომაკში ცურვისას ვინმეს არ დაეფიქსირებინა,ჯონი გვიან ღამით გადიოდა საბანაოდ.ერთხელ,მდინარიდან ამომავალმა ადამსმა მისდა გასაოცრად,იმ ადგილას,სადაც ტანისამოსი ეწყო,ახალგაზრდა ქალბატონი შენიშნა.სხვა გზა არ იყო… იგი იძულებული გახდა თავისი ტანისამოსისაკენ წასულიყო. და როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდა,ახალგაზრდა ქალში სწორედ ის ჟურნალისტი ამოიცნო,რომელიც მისგან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ინტერვიუს აღებას.ქალმა ჯონის მისვლისთანავე ირონიულად გაიღიმა და შიშველ პრეზიდენტს ერთგვარი შანტაჟის ტონით მიმართა: “ახლაც თუ უარს მეტყვით ინტერვიუს მოცემაზე,მთელი ხმით დავიწყებ კივილს და ქვეყანა იხილავს თავის პრეზიდენტს,რომელსაც ადამის ტანისამოსის გარდა არაფერი აცვია”.ჟურნალისტის ერთობ მოხერხებულ ქმედებასა და შანტაჟს ადამსი იძულებით დამორჩილდა და მეორე დღესვე მას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა… (ავტორი გენია.ჯი)