იაკობ სვერდლოვი – “ეპიზოდი”
1919 წლის 16 მარტს მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის დახვრეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ებრაული წარმომავლობის მქონე ბოლშევიკი თავჯდომარე – იაკობ სვერდლოვი (1885-1919 წლები).როგორც ცნობილია,მის სამუშაო კაბინეტში საკმაოდ დიდი მოცულობის მქონე სეიფი იდგა,რომელიც სვერდლოვის გარდაცვალების შემდგომ დიდი ხნის განმავლობაში არავის გაუხსნია. (ავტორი გენია.ჯი) მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნა იგი გახსნილი ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას.თუმცა ის,რაც იაკობის სეიფში იქნა აღმოჩენილი,მრავლისმხილველი ჩეკისტებიც კი გაოცებაში მოიყვანა.როგორც გაირკვა,მუშათა კლასის “გულანთებული დამცველისა” და “სახელმწიფო მოღვაწის” სეიფში შენახული იყო – 108 525 მანეთის ღირებულების ოქროს მონეტები, 705 ერთეული ოქროს სხვადასხვა ნაკეთობა,რომელთა უმეტესობა ძვირფასი ქვებით იყო შემკობილი, 7 სუფთა საპასპორტო ბლანკი (არის ვარაუდი,რომ იგი უცხოეთში გაქცევას აპირებდა) და ამდენივე პასპორტი,რომლებიც მის უახლოეს ნათესავებს ეკუთვნოდათ.გარდა ამისა,სეიფში ასევე აღმოჩენილი იქნა 75 000 მანეთის ღირებულების სამეფო საკრედიტო ბილეთები.თუკი იმას გავითვალისწინებთ,რომ თითოეული აღმოჩენილი მონეტის საშუალო წონა 10 გრამი იყო,”ხალხზე ზრუნვაში დამაშვრალი” სვერდლოვის სეიფში 100 კილოგრამზე მეტი რაოდენობის ოქრო ინახებოდა.თუ საიდან მოიპოვა იაკობმა ესოდენ დიდი განძი,დღემდე ბურუსით არის მოცული. (ავტორი გენია.ჯი)