დედოფალი თეოდორა – “ეპიზოდი”
ბიზანტიის იმპერატორის – იუსტინიანე I-ის მეუღლემ,დედოფალმა - თეოდორამ (დაახლოებით 500-548 წლები),რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი, და რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში,ბოსფორის სრუტის სანაპიროზე (კონსტანტინოპოლი) ყოფილი მეძავებისა და კურტიზანი ქალებისათვის სპეციალურად დააარსა მონასტერი. (ავტორი გენია.ჯი) დიდი ბიზანტიელი ისტორიკოსისა და იუსტინიანე I-ის ჟამთააღმწერელის – პროკოპი კესარიელის გადმოცემის თანახმად,აღნიშნულ მონასტერს – “მონანიების მონასტერად” მოიხსენიებდნენ.მისივე ცნობით,თეოდორას მიერ საქველმოქმედო მიზნით დაარსებულ მონასტერში იმდენად მკაცრი და რთული ცხოვრების პირობები არსებულა,რომ მონაზონებად აღკვეცილი ქალები ვერ უძლებდნენ შექმნილ მდგომარეობას.მათი უმრავლესობა იმდენად საშინელ სტრესშიც კი აღმოჩენილა,რომ კლდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. (ავტორი გენია.ჯი)