ჰარი ტრუმენი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტი – ჰარი ტრუმენი (1884-1972 წლები),რომელმაც პირადად გასცა ბრძანება იაპონური ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური ბომბებით განადგურებისა,არასოდეს განიცდიდა ამ უდიდესი ტრაგედიის გამო სინდისის ქენჯნას. (ავტორი გენია.ჯი) 1945 წლის შემოდგომაზე,ანუ იაპონური ქალაქების დაბომბვიდან რამდენიმე თვეში,თავისი ხისტი ბუნებით ცნობილი პრეზიდენტი ტრუმენი შეხვდა იმ გენიალურ ამერიკელ ფიზიკოს-თეორიტიკოსსა და პროფესორს – ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერს (1904-1967 წლები),რომელიც ხელმძღვანელობდა ეგრეთ წოდებულ “მანჰეტენის პროექტს”, და რომლის უშუალო მონაწილეობითაც იქნა დამზადებული ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბები.აღნიშნულ შეხვედრაზე,ოპენჰაიმერმა ღრმა სინანული გამოთქვა იაპონიაზე დამტყდარი ამაზრზენი ტრაგედიის გამო და ხაზი გაუსვა იმას,რომ საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა,რადგან ათასობით უდანაშაულო ადამიანის სისხლში თავადაც ჰქონდა ხელები გასვრილი.რობერტის სიტყვებმა ტრუმენი ერთობ გააშმაგა და მის წინაშე “მოწუწუნე” მეცნიერს ერთობ უხეშად მიუგო: “მათი სისხლი ჩემს კისერზეა.ასე რომ,ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პრობლემაა და არა თქვენი”.
მას შემდეგ,რაც ოპენჰაიმერმა ტრუმენის კაბინეტი დატოვა,ჰარიმ თავის ერთ-ერთ მრჩეველს გაღიზიანებულმა უთხრა: “იმედია,ამ ადამიანს მომავალში აღარასოდეს შევხვდებიო”. (ავტორი გენია.ჯი)
ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი