დიოკლეტიანე – “ეპიზოდი”
გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსი (245-313 წლები) – წარმოადგენდა რომის იმ იმპერტატორს,რომლის ხელისუფლებაში მოსვლამაც ქვეყანაში დაასრულა ეგრეთ წოდებული “რომის კრიზისი მესამე საუკუნეში”.მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა მყარი მმართველობითი ფორმა – დომინატი და განისაზღვრა ფუნქციები,რომელთა თანახმად,იმპერატორი ხდებოდა სენატორთა შორის პირველი პრინცეპსი,რის შემდგომაც თავი სრული ძალაუფლების მქონე მმართველად გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,საიმპერატორო ძალაუფლება არა მხოლოდ “დე ფაქტო” გახდა,არამედ “დე იურეც” (მოგვიანებით,ასეთივე მმართველობის სისტემა რომის იმპერიიდან გადატანილი იქნა ბიზანტიის იმპერიაში).დიოკლეტიანეს მმართველობის ჟამს შეიქმნა უზარმაზარი ბიოროკრატიული აპარატი,ერთობ განვითარდა ადმინისტრაციული სისტემა,დაკანონებული იქნა ტახტის მემკვიდრის უფლებები,ჩატარდა არმიის რეორგანიზაცია და სხვა რეფორმები.მშვიდობა იქნა დამყარებული არა მხოლოდ იმპერიის შიგნით,არამედ იმპერიის საზღვრებზეც.
საინტერესოა ის გარემოება,რომ დიოკლეტიანემ ოც წლიანი მმართველობის შემდეგ გადადგა იმპერატორებისათვის ერთობ უჩვეულო ნაბიჯი: მან ნებაყოფლობით თქვა უარი ძალაუფლებაზე და რომიდან მშობლიურ ქალაქ სალონში (თანამედროვე ეპოქის ხორვატიის ქალაქი) გადასახლდა,სადაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი 8 წელიწადი დაჰყო.სალონში დაბრუნებული ექს-იმპერატორი განმარტოვდა და მებაღეობას მიჰყო ხელი.
ერთ დღეს დიოკლეტიანესთან რომაელი სენატორები – მაქსიმიანუსი და გალერიუსი ჩავიდნენ,რომლებმაც მას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნება ურჩიეს.გონიერმა დიოკლეტიანუსმა კი მათ უარი მეტად გააზრებული წინადადებით უთხრა: “თქვენ რომ იცოდეთ,როგორი სასარგებლო კლიმატი და ულამაზესი ადგილებია აქ,როგორი შესანიშნავი ხარისხის კომბოსტო მომყავს,არასოდეს მთხოვდით ხელისუფლებაში დაბრუნებასო”. (ავტორი გენია.ჯი)
გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 313 წლის 3 დეკემბერს მშობლიურ ქალაქ სალონში.რომაელი ისტორიკოსის – ვიქტორ სექსტუს ავრელიუსის ცნობით,რომის ექს-იმპერატორი – შხამის მიღების შედეგად აღესრულა.აფრიკელი რიტორის – ლუციუს ცეცილიუს ფირმიანუს ლაქტანციუსის ვერსიით იგი შიშმშილსა და დარდს გადაჰყვა.ხოლო რომაელი საეკლესიო მწერლის – ევსები კესარიელის გადმოცემის თანახმად,დიოკლეტიანუსი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)