ვახტანგ კოტეტიშვილი – “ოთარაანთ ქვრივის” შესახებ…
“…ილია გასცილდა ეროვნულ ზღუდეს და საერთო ტიპთა გალერეაში ოთარაანთ ქვრივსაც ადგილი მოუპოვა. და თუ “დეზდემონა” მსოფლიო სახეა ნაზი,სათნო და თავდადებით მოსიყვარულე ქალისა,თუ “პორცია” (უილიამ შექსპირის ტრაგიკომედიის,”ვენეციელი ვაჭრის”,პერსონაჟი) – მსოფლიო ქალის სახეა,სიმტკიცის და შეურყეველი ნების გამომხატველი,თუ “ნორა” (ჰენრიკ იბსენის დრამის,”თოჯინის სახლის”,მთავარი გმირი) მშვენიერი ხატებაა ურჩი,ამაყი და თავისუფლების ფრთაასხმული ქალისა,თუ “კორდელია” (უილიამ შექსპირის ტრაგედიის,”მეფე ლირის”,პერსონაჟი) – შემაერთებელია ქალურ სინაზის და მამაკაცური მტკიცე ნებისა, და მით მსოფლიო პანთეონის დამამშვენებელია,ჩვენი ოთარაანთ ქვრივიც სწორუფლებიანია,რომ თავის თოხით ჩაუდგეს მათ რიგში და მკაცრად იმეტყველოს, – ეს იქნება საერთო სახე სპეტაკი,უკმეხი და ქედმოუხრელი დედაკაცისა,რომლის თავზეც მიჰქრის ტანჯვა-მწუხარების ულმობელი ქარავანი და მის შუბლზე კი ერთ ხაზსაც ვერ ტოვებს.იგი წარუვალი სახეა,სასტიკი ცხოვრების ბრძმედში გამოვლილი,რომელშიაც აზროვნება,ნებისყოფა და ძლიერი ენერგია დიდი ოსტატის ხელით არის შეხამებული.ოთარაანთ ქვრივი წმინდა ეროვნული ტიპიცაა.ისაა გამომსახველი და მაჩვენებელი იმ სიღრმისა,რომელსაც ხალხის გული ეწოდება.იგი იმ თვისებებს ამჟღავნებს,რომლის საშუალებითაც ქართველმა ერმა დღევანდლამდე მოღწევა შეძლო”… (ავტორი გენია.ჯი)