დედოფალი ბეატრიქსი – “ეპიზოდი”

ნიდერლანდების სამეფოს დედოფლის ორანულ-ნასაური დინასტიიდან – ბეატრიქსის 33 წლიანი მმართველობის ეპოქა ქვეყნისათვის დიდი კეთილდღეობის მომტანი აღმოჩნდა.სწორედ მისი მმართველობისას მიიღო ნიდერლანდების პარლამენტმა მრავალი პროგრესული და დემოკრატიული კანონები. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,მის სამეფო უდიდებულესობა დედოფალს მაინც ჩაკეტილ და ზედმეტად მკაცრ მმართველად მოიხსენიებენ.ცნობილია ისიც,რომ ბეატრიქსს არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და არასოდეს თანხმდება ჟურნალისტებს ინტერვიუზე.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ,როდესაც საქმე ეხება შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისა და ობოლი ბავშვების დახმარებას,იგი ერთობ ენერგიული და მჭერმეტყველი ხდება.ერთ-ერთ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის დროს,”ტიტების ქვეყნის” გონიერმა დედოფალმა შემდეგი სიტყვა წარმოთქვა:

“ადამიანმა არ უნდა იფიქროს პოლიტიკაზე.ადამიანი ვალდებულია იფიქროს მშვენიერებასა და მშვიდ ცხოვრებაზე,ყვავილებსა და წიგნებზე.ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ,ომი არ არის,არ არის პრობლემები პოლიტიკის საკითხებშიც… მოკლედ რომ ვთქვათ,ნიდერლანდელები უმნიშვნელო საკითხებზე დროს არ ჰკარგავენ და დაკავებული არიან ისეთი უმნიშვნელოვანესი და ნამდვილი საქმით,რასაც ტიტების – მოშენება და გამრავლება ჰქვია!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>