ანვარ ალ-სადათი – “ეპიზოდი”
სუდანური წარმომავლობის მქონე ეგვიპტის რიგით მესამე პრეზიდენტმა – ანვარ ალ-სადათმა (1918-1981 წლები) 1977 წელს კაცობრიობას მაგალითი უჩვენა იმისა,თუ როგორ უნდა მიაღწიოს მშვიდობას ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა. (ავტორი გენია.ჯი) ისრაელის პრემიერ-მინისტრმა – მენაჰემ ბეგინმა ალ-სადათი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.არაბული სამყარო ბეგინის წინადადებამ ერთობ აღაშფოთა,თუმცა ვარაუდობდნენ,რომ ეგვიპტის მმართველი ისრაელის სახელწმიფოს არ ეწვეოდა.მიუხედავად მტრული დამოკიდებულებისა,სადათი ისრაელს 1977 წლის ნოემბრის თვეში მაინც ეწვია.გულთბილი მიღების შემდგომ იგი იერუსალიმში მდებარე ისრაელის ქნესეთში სიტყვითაც გამოვიდა,რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ებრაელ ერზე.თუმცა ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ ქნესეთში სიტყვით გამოსვლის დროს,ანვარ ალ-სადათს ისეთივე მკლავებდახრილი ჯვრის სახეობის მქონე სვასტიკებიანი ჰალსტუხი ეკეთა,რომელსაც თავის დროზე გერმანელი ფაშისტები ატარებდნენ და, რომელიც ფაშიზმთან სიმბოლირდებოდა.სადათის გამოსვლა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა,თუმცა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებმა აღნიშნულ კადრებს აფიშირება არ გაუკეთეს,რათა ხელი არ შეშლოდა ისრაელ-ეგვიპტეს შორის მშვიდობის დამყარები პროცესს. (ავტორი გენია.ჯი) ანვარისდა საუბედუროდ,მისთვის ისრაელში ვიზიტი იქცა არა მხოლოდ მისი პოლიტიკისადმი საწინააღმდეგოდ განწყობის მიზეზი არაბულ სამყაროში,არამედ ეგვიპტის პრეზიდენტის დაუნდობელი მკვლელობის უმთავრეს მოტივადაც. 1981 წლის 6 ოქტომბერს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართული სამხედრო აღლუმის მიმდინარეობისას,იმ პერიოდში ყველასათვის უცნობმა “ეგვიპტოს განმათავისუფლებელი ორგანიზაციის” ექსტრემისტებმა მოაწყვეს ტერორისტული აქტი,რასაც ანვარ ალ-სადათის სასტიკი მკვლელობა მოჰყვა.აღნიშნულ ტერორისტულ აქტს ეგვიპტის პრეზიდენტის გარდა 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 28 კი დაიჭრა. (ავტორი გენია.ჯი)
ანვარ ალ-სადათი და მენაჰემ ბეგინი (ფოტო გადაღებულია სადათისისრაელში ვიზიტის დროს)
ტერორისტული აქტი,რომელსაც ეგვიპტის პრეზიდენტის დაღუპვა მოჰყვა