იცით თუ არა,რომ

1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანლის – მაო ძედუნის პირადი ექიმის – ლი ცჰიუსის გადმოცემის თანახმად,ჩინური კომუნიზმის ფუძემდებლის უსაყვარლეს აფორიზმს წარმოადგენდა: “ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარი გრძელი ენის გამო იღუპებიან…” – (ავტორი გენია.ჯი)

2. ადოლფ ჰიტლერის პირადი ექიმის – თეოდორ ჟილბერტ მორელის მოგონებებიდან ირკვევა,რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიზანთროპს – ადოლფ ჰიტლერს, 1930-იან წლებში ერთ-ერთი ნაცისტი ფუნქციონერის – ფილიპ ბიულერის მეუღლე უყვარდა.ერთხელ იოზეფ გებელსის მეუღლემ – მაგდა გებელსმა თავის მეგობარს ისიც კი გაანდო,რომ ფრაუ ბიულერს ჰიტლერისაგან ვაჟი შეეძინა,რომელსაც – ჰელმუტი დაარქვეს.მიუხედავად ამისა,ეს ფაქტი დოკუმენტურად დადასტურებული დღემდე არ არის.

3. გერმანიის სახელოვანი კანცლერის – ჰელმუტ კოლის რიგით პირველმა მეუღლემ – ჰანელორე კოლმა 2001 წლის 5 ივლისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

4. კარლოს VI-ეს გარდაცვალების შემდგომ რომის საღვთო იმპერიის ტახტზე ასული – მარია ტერეზა პირისპირ შეეჩეხა უამრავ სახელმწიფოებრივ პრობლემას.მათ შორის ტახტის პრეტენდენტებთან უსიამოვნებებს.მისი მმართველობის დასაწყისში რომის საღვთო იმპერია იმდენად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა,რომ მან ასეთი რამაც კი განაცხადა: “აღმოჩნდა,რომ მე არც ფული მაქვს,არც ჯარისკაცები მყავს და არც მრჩევლები”.თავისი მმართველობის დასასრულს,მარია ტერეზამ მემკვიდრეს – იოზეფ II-ეს საკმაოდ მდიდარი სახელმწიფო ხაზინა, 260 000-იანი არმია და ძლევამოსილი იმპერია დაუტოვა.

5. გაერთიანებული სამეფოს ლეგენდარულმა პრემიერ-მინისტრმა – სერ უინსტონ ლეონარდ ჩერჩილმა,რომელიც შესანიშნავი ორატორობით გამოირჩეოდა,თავისი ნამდვილი კრედო შემდეგი წინადადებით გამოხატა: “პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სირთულეს ხედავს,ხოლო ოპტიმისტი კი ყოველ სირთულეში შესაძლებლობას.მე – ოპტიმისტი ვარ!” – (ავტორი გენია.ჯი)

6. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი გრომიკო აღნიშნულ უწყებას (1957 წლიდან 1985 წლის ჩათვლით) ხუთი გენსეკის მმართველობის პერიოდებში,მთელი 28 წლის განმავლობაში უძღვებოდა.

7. მიუხედავად იმისა,რომ ინგლისის ლეგენდარული მეფე – რიჩარდ I ლომგული და მხედართმთავრული ნიჭით სახელგანთქმული ეგვიპტისა და სუდანის სულთანი – სალადინი (რომელმაც იერუსალიმიდან განდევნა ჯვაროსნები) ერთმანეთის ყველაზე დიდი მოწნააღმდეგები იყვნენ,ორივე მათგანი სათანადო პატივს მიაგებდა ერთმანეთის სიმამაცესა და დიდსულოვნებას.რიგი ისტორიკოსებისა იმასაც კი აღნიშნავს,რომ ისინი სულ ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს,თუმცა ცოტა დააკლდათ დამეგობრებასო.

8. პოლონური წარმომავლობის მქონე ჩეკას სადიზმითა და ათეიზმით სახელგანთქმული ხელმძღვანელის – ფელიქს ძერჟინსკის ოცნება ბავშვობაში ყოფილა – კათოლიკე სასულიერო პირად გახდომა.სანამ ათეისტური შეხედულებებით მოიწამლებოდა,იგი საკუთარ დედმამიშვილებს მუდმივად აიძულკებდა – ელოცათ. – (ავტორი გენია.ჯი)

9. იაპონურ ენაზე,სიტყვა – “ქაღალდი” – სიტყვა “ღვთაების” ომონიმია (სიტყვა,რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა სხვა სიტყვას,ხოლო მნიშვნელობითა და წარმოშობით განსხვავდება მისგან).

10. თურქეთში სამგლოვიარო ფერი – ვარდისფერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>