აჰმედ სუკარნო – “ეპიზოდი”
1961 წლის გაზაფხულზე მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვით გამორჩეული ინდონეზიის პრეზიდენტი – აჰმედ სუკარნო (1901-1970 წლები).საბჭოთა გენსეკმა – ნიკიტა ხრუშჩოვმა ინდონეზიელი კოლეგის საპატივცემულოდ კრემლის თეთრ დაბაზში საზეიმო მიღება გამართა. (ავტორი გენია.ჯი) საზეიმო მიღების პროცესში ძვირფასი სამხედრო მუნდირით შემოსილ სუკარნოს საბჭოთა ხელისუფლბამ ცნობილი სკულპტორის – მანიზერის მიერ დამზადებული უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება,სახელწოდებით – “გოგონა ნიჩბით” გადასცა (აღნიშნული ქანდაკება წარმოადგენდა შიშველი ქალის გამოსახულებას,რომელსაც ხელში ნავის ნიჩაბი ეჭირა).ინდონეზიის პრეზიდენტს მიღებულ საჩუქარზე ერთობ მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა,რა დროსაც ინდონეზიის სრულუფლებიანმა ელჩმა საბჭოთა კავშირში – ადამ მალიკმა,რომელმაც კარგად უწყოდა თავისი ქვეყნის მმართველის სწრაფვა სუსტი სქესის წარმომადგენელებისადმი,მის გვერდით მჯდომ ანატოლი მიქოიანს გადაუჩურჩულა: “ასეთი სახის ქანდაკების ჩუქებას,ბევრად ჯობდა პრეზიდენტისათვის ნამდვილი შიშველი ქალი გეჩუქებინათო”. – და იქვე დაამატა: “ოღონდ,ყოველგვარი ნიჩბების გარეშე”. (ავტორი გენია.ჯი)
ქანდაკება – “გოგონა ნიჩბით”