ინექსპრესიბლი

ინექსპრესიბლი – წარმოადგენს ანტარქტიდის ყინულოვანი კონტინენტის სანაპიროსთან არსებულ ტერა-ნოვას ყურეში განთავსებულ კლდოვანი ქანებისაგან შემდგარ უკაცრიელ კუნძულს.თავის მხრივ,ტერა-ნოვას ყურე სამხრეთ ოკეანეში შემავალ როსის ზღვაში მდებარეობს. (ავტორი გენია.ჯი) რომბის ფორმის მქონე ინექსპრესიბლის კუნძულის მაქსიმალური სიგრძე 13 კილომეტრია,ხოლო სიგანე დაახლოებით 4 კილომეტრი.მისი სრული ფართობი 26-ს კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.კუნძულის ყველაზე კლდოვანი ნაწილია ჩრდილოეთი მხარე,სადაც ზღვის დონიდან 270 მეტრის სიმაღლის კლდეებია განთავსებული.ინექსპრესიბლი ინგლისური ენიდან ითარგმნება,როგორც – “ენით აუწერელი” და აღნიშნული სახელწოდება განპირობებულია ამ უკაცრიელი და საშინელად ცივი კლიმატის მქონე კუნძულის აღმოჩენასთან. 1912 წელს “ტერა-ნოვას” ექსპედიციის ფარგლებში,რომელსაც ხელმძღვანელობდა დიდი ინგლისელი მკვლევარი და სამხრეთ პოლუსის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი – რობერტ ფოლკონ სკოტი (1868-1912 წლები),ამავე ექსპედიციის წევრები რამდენიმე ჯგუფად დაიყო.ექვსი კაცისაგან დაკომპლექტებულმა ერთ-ერთმა ჯგუფმა,რომელსაც სათავეში უდგა – ვიქტორ კემპბელი,აღმოაჩინა ტერა-ნოვას ყურეში განთავსებული კლდოვანი ქანებისაგან შემდგარი უკაცრიელი კუნძული,რომელსაც თავდაპირველად – “სამხრეთის მთიანეთი” უწოდეს,რადგან უკვე არსებობდა გეოგრაფიული ობიექტი,სახელწოდებით – “ჩრდილოეთის მთიანეთი”. (ავტორი გენია.ჯი) კემბელს ექსპედიციის ხუთ მონაწილესთან ერთად ურთულეს კლიმატურ და საყოფაცხოვრებო პირობებში რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწია ახლად აღმოჩენილ კუნძულზე ცხოვრება.ისინი დაბინავებული იყვნენ ყინულოვან მღვიმეში,რადგან გემი,რომელსაც ისინი გემბანზე უნდა აეყვანა,სქელი და მასიური ყინულის გამო კუნძულს ვერ მიუახლოვდა.იმ საშინელი სირთულეების გამო,რაც ექსპედიციის წევრებს ამ უკაცრიელ კუნძულზე გადახდათ თავს,მას – “ენით აუწერელი კუნძული” უწოდეს.დღესდღეობით ინექსპრესიბლს “ისტორიულ ადგილად” მიიჩნევენ და მასზე აღმართული ხის მემორიალური დაფა სამახსოვრო წარწერით.გარდა ამისა,ხელუხლებლად არის დატოვებული იმ სელაპების ჩონჩხები,რომლრბითაც 1912 წელს იკვებებოდნენ კუნძულის აღმომჩენი ექსპედიციის მონაწილეები. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>