ჰანს ჰოლბაინ უმცროსი – “ეპიზოდი”
1540-იან წლებში ინგლისში ემოგრირებული გენიალური გერმანელი მხატვარის – ჰანს ჰოლბაინ უმცროსის (1497-1543 წლები) ბრწყინვალე შემოქმედებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინგლისის მეორე ტიუდორ მეფეზე – ჰენრი VIII ტიუდორზე,რომ იგი სამეფო კარის ფერმწერად იქნა დანიშნული. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ ჰოლბაინის განრისხება გამოიწვია ერთ-ერთი ინგლისელი ლორდის მიერ მისდამი გამოვლენილმა მეტად თავხედურმა საქციელმა,რის გამოც მხატვარმა მისი მაღალი სტატუსი არ გაითვალისწინა და იგი კიბიდან ხელის კვრით დააგორა.შეურაცხყოფილი ლორდი უმალვე მეფეს ეახლა და რაც ჰანსმა აკადრა,ყოველივე დაწვრილებით მოუყვა.გარდა ამისა,აღნიშნა,რომ თავის შეურაცხმყოფელს ჩადენილ ქმედებას არ აპატიებდა და დიდი მხატვარის მოკვლითაც დაიმუქრა.
- მილორდ,მე კატეგორიულად გიკრძალავთ ჰოლბაინზე თავდასხმასა და მისი მკვლელობის მცდელობას.წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ სიცოცხლეს ჩაიგდებთ საფრთხეში.იცით თუ არა,რა სხვაობაა თქვენსა და ჰოლბაინს შორის? მე შემიძლია ეხლავე მოვიძიო შვიდი მამაკაცი და ისინი ლორდებად ვაქციო.თუმცა შვიდი ლორდიდან ვერ ერთს ვერც ვაქცევ ჰოლბაინად. – სრული სერიოზულობით წარმოთქვა ჰენრი VIII ტიუდორმა და ლორდთან აუდიენცია შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)