ბარტელ ტორვალდსენი – “ეპიზოდი”

ერთხელ გენიალურ დანიელ მოქანდაკეს,მხატვარსა და გვიანი კლასიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელს – ბარტელ ტორვალდსენს (1770-1844 წლები) მეგობარმა იმ დროს წამოადგა თავზე,როდესაც ხელოვანი თავის ბოლო ნამუშევართან იდგა და ტიროდა. (ავტორი გენია.ჯი)

- რა მოხდა? – ჰკითხა გაოცებულმა მეგობარმა ბარტელს, – ნუთუ თქვენი ნამუშევარი არ აკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას?

- არა,რას ამბობთ.მე ჩემს ქმნილებაში ვერც ერთ დეფექტს ვერ ვხედავ, – უპასუხა ტორვალდსენმა.

- მაშ,რა არის თქვენი მწუხარების მიზეზი? – ჩაეძია მეგობარი.

- სწორედ ეს! თუკი ჩემს ნამუშევარში ვერანაირ ნაკლს ვეღარ ვხედავ,მანიშნებელია იმისა,რომ ჩემმა ტალანტმა საბოლოოდ შეწყვიტა განვითარება და იწყო ჩაქრობა. – გულდაწყვეტილი ხმით გასცა პასუხი ბარტელმა მეგობარს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება