ოტო ფონ ბისმარკი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გერმანიის იმპერიის ლეგენდარული ფუძემდებელი და პირველი რაიხსკანცლერი – ოტო ედუარდ ლეოპარდ ბისმარკი (1815-1898 წლები) უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა (1871-1890 წლებში).ფილოსოფიის მოყვარულ რაიხსკანცლერს ერთ დღეს მეგობარმა სწორედ ეს მიანიშნა მოწიწებით და ისიც უთხრა,რომ ესოდენ გადამღლელი მუშაობა მისი ჯანმრთელობისათვის მავნე შედეგების მომტანი იყო.ბისმარკმა ყურადღებით მოუსმინა მეგობრის წინადადებას და ერთობ საინტერესო პასუხიც გასცა მას: “როდესაც ჩემს გულსაც ისევე მოეჩვენება,როგორც თქვენ გეჩვენებათ,ორივე ერთად შევწყვეტთ მუშაობას!” (ავტორი გენია.ჯი)