ფელიქს კრისტიან კლეინი – “ეპიზოდი”
დიდი გერმანელი მათემატიკოსი და პედაგოგი – ფელიქს კრისტიან კლეინი (1849-1925 წლები) პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე სასკოლო განათლების რეორგანიზაციის საერთაშორისო კომისიას ხელმძღვანელობდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კომისიის მუშაობის ფარგლებში კლეინს სხვადასხვა სკოლებსა და გიმნაზიებში უხდებოდა მისვლა და რიგ გაკვეთილებზე დასწრება.ერთ-ერთ გერმანულ სკოლაში ვიზიტისას,ფელიქსი ასტრონომიის გაკვეთილს დაესწრო,რომელსაც მასწავლებლის გარდა – სკოლის დირექტორიც ესწრებოდა.გაკვეთილის მიმდინარეობისას,საუბარი ჩამოვარდა გენიალურ პოლონელ ასტრონომსა და მათემატიკოსზე – ნიკოლოზ კოპერნიკზე (1473-1543 წლები),რა დროსაც კლეინმა მოსწავლეებს ჰკითხა:
- როდის დაიბადა კოპერნიკი?
მისდა გასაოცრად,დასმულ შეკითხვას პასუხი ვერც ერთმა მოსწავლემ ვერ გასცა.
- როდის გარდაიცვალა კოპერნიკი? – კვლავ იკითხა ფელიქსმა,თუმცა პასუხი ამჯერადაც ვერ მიიღო.
- თუკი მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები არ გახსოვთ,ის მაინც მითხარით,რომელ საუკუნეში ცხოვრობდა იგი?
კლასში კვლავაც სამარისებული სიჩუმე იდგა.
- კოპერნიკი,ძველ წელთაღრიცხვამდე პერიოდში ცხოვრობდა? – მოთმინების დაკარგვა დაიწყო კლეინმა.
- “რა თქმა უნდა”,ძველ წელთაღრიცხამდე პერიოდში, – ერთბაშად შესძახა კლასმა.
ბავშვების დაბალი ცოდნის დონით გაკვირვებული და გაბრაზებული ფელიქსი რამდენიმე ხნის განმავლობაში ხმას არ იღებდა.თუმცა,როდესაც დუმილი დაარღვია,სკოლის დირექტორის,მასწავლებლისა და მოსწავლეების გასაგონად ირონიულად შენიშნა:
- ამასაც ხომ მიღწევა უნდა?! ვერ ვუარყოფ,რომ სკოლამ მიაღწია იმას,რომ მოსწავლეებს ასეთ მარტივ შეკითხვაზე ერთხმად ეპასუხა: “რა თქმა უნდა!” (ავტორი გენია.ჯი)