ალექსანდრე პუშკინი – “ეპიზოდი”
მას შემდგომ,რაც გენიალურ რუს პოეტს,დრამატურგსა და პროზაიკოსს – ალექსანდრე პუშკინს (1799-1837 წლები) ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვენებული ლექსებისათვის განკუთვნილი ჰონორარი დაუგვიანეს,მან რედაქტორს წერილობით დაუკავშირდა და კუთვნილი თანხის სასწრაფოდ გაგზავნა თხოვა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,პუშკინმა რედაქტორისაგან წერილი მიიღო,რომელშიც ეწერა: “როდის ისურვებთ თანხის მიღებას,ორშაბათს თუ სამშაბათს? ორასი მანეთი ერთად გამოგიგზავნოთ,თუ ჯერ ასი მანეთის გამოგზავნას გვირჩევთ?”
ალექსანდრემ კი რედაქტორს ერთობ ლაკონური საპასუხო წერილი მისწერა: “ორშაბათი იმით არის უმჯობესი სამშაბათზე,რომ იგი უფრო ახლო პერიოდია.ხოლო ორასი მანეთი იმით არის ას მანეთზე უმჯობესი,რომ ასზე გაცილებით დიდი თანხაა”. (ავტორი გენია.ჯი)