შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორმა (1754-1838 წლები),რომლის სახელიც სამარადჟამოდ იქცა უპრინციპობისა და მედროვეობის სინონიმად,ერთ დღს ვახშამზე რუსი თავადის ქალი მიიწვია. (ავტორი გენია.ჯი) მან ვახშამზე ერთი საათით დაიგვიანა,რამაც რამდენიმე მიწვეული სტუმრის გაღიზიანება გამოიწვია.ერთ-ერთმა სტუმარმა,რომელიც ყველაზე მეტად გააღიზიანა მისმა დაგვიანებამ,მას შემდეგ,რაც დაგვიანებული ქალბატონი მივიდა და გვერდით მიუჯდა,თავის მეგობარს ბერძნულ ენაზე გადაულაპარაკა: ” – როდესაც ქალი არც ახალგაზრდული ასაკითა და არც სილამაზით გამოირჩევა,არ უნდა ალოდინოს ადამიანები!”
მოულოდნელად,ქალმა,რომელმაც კარგად გაიგონა მისი ნათქვამი,თავის გამქილიკებელს ბერძნულ ენაზევე მიმართა: ” – როდესაც ქალი იმდენად უბედურია,რომ ვალდებულია თქვენნაირ უმეცარ და უტაქტო ადამიანთან ერთად ივახშმოს,ნამდვილად არ არის სავალდებულო იჩქაროს!” (ავტორი გენია.ჯი)